შს მინისტრი

ღარიბაშვილი: ნაცვლიშვილს ტყუილად აბრალებენ რაღაცებს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გენერალური პროკურორის მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს, "ტყუილად აბრალებენ რაღაცებს". ამის თაობაზე ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოდულის შენობის დატოვებამდე განუცხადა, სადაც ლაშა ნაცვლიშვილთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება. 

ღარიბაშვილის თქმით, დანარჩენზე ნაცვლიშვილი თავად ისაუბრებს. 

რაც შეეხება შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს, ნაცვლიშვილის თქმით, მას ბრალი კანონით განსაზღვრულ ვადებში წარედგინება. 

შეგახსენებთ, შს მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე, გელა ხვედელიძე, ფარული ვიდეჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით დააკავეს. მისთვის ბრალის წარდგენის ვადა დღეს იწურება. 

კომენტარები