ფარესაშვილის საქმე

გელა ხვედელიძეს 5-ათასლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა

geotimes.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს 5-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ხვედელიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ივლისისათვის ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გელა ხვედელიძე, გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებაშია ბრალდებული.

კომენტარები