სექსუალური უმცირესობები

ბრაზილიის სასამართლო ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაციას აკანონებს

ლგბტ დროშა

ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქორწინებათა სახლებმა ერთნაირსქესიანთა შეუღლება სამოქალაქო ქორწინებად უნდა დაარეგისტრირონ და არა სამოქალაქო კავშირად. სექსულური უმცირესობების უფლებადამცველების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ბრაზილიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონმდებლობის მიღებას შეუწყობს ხელს.

2011 წლის მაისში ბრაზილიის უზენაესმა ფედერალურმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება ჰქონდათ. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება კანონმდებლობაში არ ასახულა. შესაბამისად, ქორწინებათა სახლები ერთნაირსქესიან წყვილებს დაქორწინების საშუალებას არ აძლევდნენ. 

კომენტარები