ახლო აღმოსავლეთი

ჰააგის სასამართლო „მშვიდობის ფლოტილიის“ ინციდენტს შეისწავლის

0 კომენტარი
მშვიდობის ფლოტილია ფოტო: rian.ru

სისხლის სამართლის საერთაშორისიო სასამართლომ განაცხადა, რომ ისრაელის სანაპიროსთან ე. წ. მშვიდობის ფლოტილიასთან დაკავშირებულ ინციდენტს შეისწავლის. 2010 წელს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ნეიტრალურ წყლებში შტურმით აიღეს რამდენიმე გემი, რომლითაც პროპალესტინელი აქტივისტები ღაზის სექტორის ბლოკადის გასარღვევად მიემართებოდნენ. სპეცრაზმელებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. საქმის შესწავლის შედეგად ჰააგის სასამართლო დაადგენს, არსებობს თუ არა საფუძველი ინციდენტის სრული გამოძიებისთვის. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები