ერაყი

ბაღდადში სუნიტმა მეამბოხეებმა აფეთქებათა სერია განახორციელეს

ერაყი
/ Reuters

ბაღდადის შიიტურ დასახლებაში და ჩრდილოეთ ერაყში რამდენიმე აფეთქება განხორციელდა, რის შედეგადაც 35 ადამიანი გარდაიცვალა და ათეულობით დაიჭრა. აფეთქებას წინ უძღვოდა რამდენიმეკვირიანი ძალადობა ისლამისტი მეამბოხე დაჯგუფებების მხრიდან, რომლებიც ერაყში რელიგიურ ნიადაგზე კონფრონტაციების გაღვივებას ცდილობენ. ბაღდადის შიიტურ უბანში, ავტომანქანაში დამონტაჟებულმა ბომბმა 22 ადამიანი იმსხვერპლა და რამდენიმე ათეულობით დაჭრა. მსგავსი ტერორისტული აქტები განხორციელდა სხვა რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში. აფეთქებების შედეგად, მსხვერპლთან ერთად, დაზიანდა შენობები და ავტომანქანები. დაპირისპირება სუნიტურ უმცირესობასა და შიიტებს შორის, რომლებიც ერაყს მართავენ, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ერაყი დატოვეს. მდგომარეობას ასევე ართულებს მეზობელ სირიაში მიმდინარე კონფლიქტი. ამერიკის ერაყიდან გამოსვლის კვალდაკვალ, ხელისუფლების განაწილების გარშემო, ერაყის კოალიციური მთავრობის შიიტ, სუნიტ და ეთნიკურად ქურთ პოლიტიკურ ბლოკებს შორის დავა წარმოიშვა.

კომენტარები