ISAF-ის მისია

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ირაკლი ალასანიას მიუსამძიმრა

facebook.com/alasaniairakli

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ჩაიკ ჰეიგელი თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას ტელეფონის საშუალებით ესაუბრა და ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს განცხადებით, ჰეიგელმა და ალასანიამ ISAF-ის მისიის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს. 

„ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები