საპარლამენტო უმრავლესობა

ეკა ბესელია: უნდა დავფიქრდეთ, რამდენად გამართლებულია ჩვენი კონტინგენტი ავღანეთში

ეკა ბესელია აცხადებს, რომ დროა საქართველოს მთავრობა და პარლამენტი დაფიქრდეს, თუ რამდენად გამართლებულია საქართველოს კონტინგენტის ავღანეთში ყოფნა. ამის შესახებ ბესელიამ თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე დაწერა.

"ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების გაგზავნით დიდი მსხვერპლია გაღებული. დიდია გარდაცვლილთა რაოდენობა. ბუნებრივია, ამ საკითხს უნდა შევხედოთ კომპლექსურად. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო, მთავრობა და პარლამენტი უნდა დაფიქრდეს, რამდენად გამართლებულია ამ კონტინგენტის ყოფნა. გასაგებია, რომ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში ჩვენი როლი გვაკისრია, მაგრამ იქნებ გადაიხედოს ჩვენი ჯარისკაცების ამ რაოდენობით და ამ მასშტაბით მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში," აცხადებს ბესელია. 

კომენტარები