პრეზიდენტის ადმინსიტრაცია

ავღანეთში დაღუპული სამხედროების ოჯახებს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიუსამძიმრა

primetimenews.ge

ავღანეთში დაღუპული სამხედროების ოჯახებს პრეზდენტის სახელის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიუსამძიმრა. ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი ქვეყანაში არ იმყოფება და სწორედ ამიტომ ვერ შეძლო სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლა.

“დღეს ძალიან მძიმე დღეა და პრეზიდენტმა ეს დღე გლოვის დღედ გამოაცხადა, ბიჭების სახელების უკვდავსაყოფად. იგივე იყო მთავრობის პოზიციაც. ჩვენი ბიჭები დაიღუპნენ ღირსეულად, იმ საერთაშორისო ოპერაციაში, რომელშიც საქართველო მრავალი წელია ძალიან ღირსეულად მონაწილეობს. ჩვენი, ყველას ვალია, ქედი მოვიხაროთ მათ წინაშე და მათი სახელი ძალიან დიდხანს გვახსოვდეს”, – აღნიშნა პრეზიდენტის ადმინსიტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა.

კომენტარები