სექსუალური უმცირესობები

ქდმ: ჰომოსექსუალობის სამართლებრივი ლეგალიზაციის პროპაგანდა მიუღებელია

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ "ჰომოსექსუალობის, მამათმავლობის, გარყვნილების, გაუკუღმართებული ცხორების წესის მორალური და სამართლებრივი ლეგალიზაციის პროპაგანდა" მიუღებლად მიაჩნია. 

"სხვადასხვა სახელმწიფოებში, სადაც სექსუალურ უმცირესობებს დიდი ხანია პრობლემები არა აქვთ და მათ შორის არც საქართველოში, ამით არ კმაყოფილდებიან და რიგ ქვეყნებში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებენ. რის შედეგადაც, ერთსქესიანებს შორის ქორწინების დაკანონება და სუროგატების გზით შვილების აყვანის შესაძლებლობა ეძლევათ. საქართველო საერო - სეკულარული სახელმწიფოა და მხარს უჭერს ეკლესიის გამოყოფას სახელმწიფოსგან, საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაცლილი უნდა იყოს რელიგიური ფასეულობებისა და ღირებულებესიგან", - მიიჩნევს თარგამაძე.

ქდმ-ის ლიდერის თქმით, ის ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია. თარგამაძის თქმით, საქართველოს ევროპული ქვეყნების მაგალითები არ გამოადგება, რადგან საქართველოში ტრადივიული ღირებულებები ძლიერია და მოსახლეობის 90% აცხადებს, რომ ქრისტიანია. 

"ეს იმიტომ, რომ იქ გაცხადებული ათეისტების რაოდენობა 50%-ს აჭარბებს. საქართველოში კი, საბედნიეროდ, ძლიერია ტრადიციული ღირებულებები და მოსახლეობის 90%-ზე მეტი აცხადებს, რომ მორწმუნე ქრისტიანია - როგორც მართლმადიდებელი, ასევე გრიგორიანელი. 7%-ზე მეტი აცხადებს, რომ მორწმუნე მაჰმადიანია. აქედან გამომდინარე, ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია უნდა პასუხობდეს იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომელიც ასეთი ქვეყნის მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. ჩვენ არავის ვებრძვით. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ტრადიციული ცხოვრების წესს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო იმ სახით, როგორიც მოგვიტანეს წინაპრებმა", - აცხადებს თარგამაძე.

ქდმ-მ გასული მოწვევის პარლამენტში "მორალური ინტერესების" დასაცავად საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტიც წარადგინა. 

 

 

კომენტარები