17 მაისის აქცია

პარლამენტის ყოფილ შენობასთან სასულიერო პირები და მრევლია შეკრებილი

მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთან, სასულიერო პირებისა და მრევლის აქცია იმართებოდა. ისინი მანამ არ აპირებენ დაშლას, სანამ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები დღეს, 17 მაისს, აქციის გამართვაზე უარს არ იტყვიან.


საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი აზრით, ჰომოსექსუალობა სოდომის ცოდვა და ამორალობაა. მათი თქმით, ისინი არ დაუშვებენ ამორალობას.


რუსთაველის მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია.


ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დღეს, 17 მაისს, 13:00 საათზეა დაგეგმილი. ორგანიზატორები შეკრებას სწორედ ყოფილი პარლამნტის შენობის წინ აპირებენ.


აღსანიშნავია ისიც, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი ჯგუფი პარალელურ რეჟიმში ასევე იკრიბება ფილარმონიასთან.

კომენტარები