17 მაისის აქცია

წულუკიანი: პოლიციამ დღეს მთავარ მიზანს მიაღწია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ პოლიციამ დღეს შეტაკების თავიდან არიდება მაქსიმალურად მოახერხა და მთავარ მიზანს მიაღწია.

"ვისაც ჰქონდა დღეს პროტესტის თუ აზრის გამოხატვის სურვილი, ორივე ჯგუფს თანაბრად ჰქონდა ამის უფლება, ეს წერია კონსტიტუციაში და ყველა ცივილიზებული ქვეყნის კანონში. ორივე ჯგუფს ჰქონდა უფლება, გამოეხატა მისაღები თუ მიუღებელი აზრი. მთავარი აქ იყო ის, რომ პოლიციამ, უკიდურესი დაძაბულობის მიუხედავად, მოახერხა მაქსიმალურად, რომ შეტაკება არ მომხდარიყო ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის. ეს იყო მთავარი მიზანი დღეს და ეს მიზანი მიღწეულია", - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საზოგადოების დაპირისპირებული მხარეები უკეთ გაიგებენ, რომ ორივე ჯგუფს აქვს არსებობის უფლება: "ორივე არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, არიან ადამიანები და ყველანი ვართ ერთი და იმავე საზოგადოების წევრები", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები