ლგბტ აქციის დარბევა

კოჟორიძე: შსს-მ არ გამოიყენა ყველა ღონე, რათა დაეცვა გამოხატვის თავისუფლება

timer.ge

პოლიციამ, სამწუხაროდ, აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა ვერ უზრუნველყო, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განაცხადა. მისი თქმით, საია-ს მონიტორები აქტიურად აკვირდებოდნენ დღევანდელი აქციის მიმდინარეობას და დარჩათ შთაბეჭდილება, რომ პოლიცია ცალკეულ დარღვევებზე თვალს ხუჭავდა და არ რეაგირებდა.

"სამწუხაროდ, პოლიციამ ვერ უზრუნველყო აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა. პოლიციას ჰქონდა ამის რესურსი, მაგრამ, როგორც ჩანს, უსაფრთხოების ზომები კარგად არ იყო ორგანიზებული. იმ ადამიანებს, რომლებიც აქციის მიმდინარეობას აპროტესტებდნენ, ჯებირების გარღვევისას ისეთი ძალა არ გამოუყენებიათ, რომ პოლიციას წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ ჰქონოდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ პოლიცია თვალს ხუჭავდა დარღვევებზე, რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა კოჟორიძემ.

კახა კოჟორიძის განმარტებით, უფლებადამცველი ორგანიზაციების არაერთი მოწოდებისა მიუხედავად, შს სამინისტრომ არ გამოიყენა ყველა ღონე, რათა დაცული ყოფილიყო აზრის გამოხატვის თავისუფლება.

კომენტარები