17 მაისის აქცია

ანდრო ბარნოვი: საზოგადოებამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავს.
 ბარნოვმა განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე, რათა დაპირისპირების ყველა შესაძლო მიზეზი აღმოიფხვრას.

“მინდა ძალიან დიდი შეშფოთება გამოვხატო იმის გამო, რაც დღეს მოხდა. არ ვაპირებ დავიწყო აქ მტყუან-მართლის გარჩევა. მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ ჩვენ ყველამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება სწრაფად აღმოვფხვრათ ყველა ის შესაძლო მიზეზი, რომელმაც შეიძლება დაპირისპირების გაღრმავება გამოიწვიოს”, - განაცხადა ბარნოვმა.

ბარნოვის თქმით, საზოგადოებას ძალიან ბევრი სასაუბრო აქვს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს თანამედროვე საზოგადოება, თანამედროვე სახელწმიფო და ის ღირებულებები, რომელმაც ქვეყნის განვითარება უნდა უზრუნველყოს. ბარნოვის თქმით, 

კომენტარები