17 მაისის აქცია - შეფასებები

ჟვანია: ერთი ნაბიჯია იქამდე, რომ ამ ადამიანებმა მოითხოვონ ერთსქესიანთა ქორწინება

ლაშა ჟვანია
epn.ge

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, კათალიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ვრცლად ისაუბრა დღეს, 17 მაისს, თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ტაბულა გთავაზობთ ლაშა ჟვანიას მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ კომენტარებს:

„აქ ითქვა ის, რომ ეკლესიის მიერ იყო ორგანიზებული ეს აქცია. ეკლესიის მიერ არ იყო ორგანიზებული, რა თქმა უნდა ეს აქცია. სასულიერო პირები დადგნენ საკუთარ მრევლთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, რომ დაეცვა საზოგადოება იმ ძალადობისგან, რაც სამწუხაროდ მოხდა. ეს შეიძლება უარესიც ყოფილიყო, რომ არ ყოფილიყო იქ სამართალდამცავების კარგი ჩარევა, ისევე როგორც სასულიერო პირების კარგი ჩარევა.

სასულიერო პირების მხრიდან არ ყოფილა ძალადობისკენ მოწოდება. შეიძლება იყო ერთი ან ორი გამონაკლისი.

აქციის ორგანიზატორების მიმართ ეკლესიის მხრიდან აგრესია არ ყოფილა. ეს დღეს კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა კათოლიკოს პატრიარქის კომენტარში, როდესაც მან თქვა, რომ ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც მოუწოდა დამშვიდებისაკენ. იმიტომ რომ პატრიარქისთვის და ეკლესიისთვის ორივე არის შვილი. თუ ერთი არის შეცდომილი, მეორეც შეიძლება არ იყოს განსაკუთრებულად ანგელოზის ფრთებ შესხმული.

ეკლესია ვალდებულია, რომ თავის მრევლი, საზოგადოება დაიცვას და იდგეს მორალის სადარაჯოზე. ეკლესია ვალდებულია თქვას, რომ ის რასაც დღეს ადგილი უნდა ჰქონოდა, ვგულისხმობ ამ პროპაგანდისტულ მსვლელობას, პარადს - ეკლესია ვალდებული იყო ეთქვა, რომ ეს არის ცუდი და ძალიან ცუდი. ეკლესია ვერ დახუჭავს თვალს. ეკლესია არ არის საერო ინსტიტუტი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ამა თუ იმ ქვეყნის კანონი ან კონსტიტუცია. ეკლესიას აქვს ერთი ძირითადი კონსტიტუცია და ეს არის სახარება და ეს არის 10 მცნება. არის ეკლესიის მოძღვრება, რომელიც ეკლესიას მისმა თავმა ქრისტემ მისცა და ვალდებულია ეს საუკუნოვანად დაიცვას. არ შეიცვლება ეკლესიის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ნურავის ნუ ექნება ამისი იმედი და ამისი ხალისი.

რაც შეეხება იმას, რომ აქ საუბარია იმაზე, რომ ვიღაცის უფლებები დაარღვია ეკლესიამ - არავის არ ვუვარდებით სახლებში, არავის არ ვეპყრობით აგრესიულად, სანამ ისისნი არ შეეხებიან ჩვენ, ჩვენი ოჯახების, საზოგადოების და, რაც მთავარია, ჩვენი მომავლის და ჩვენი შვილების უფლებას ჰქონდეთ ნორმალური გარემო გაზრდისათვის, ჩამოყალიბდნენ ნორმალურ ადამიანებად.აი ამ შემთხვევაში ბუნებრივია დასადგომი არის და დადგა კიდევაც დღეს საზოგადოება თავის სიმაღლეზე, როდესაც არ მისცა ასეთი აღვირახსნილობის პროპაგანდას საშუალება, რომ გაევლო რუსთაველის გამზირზე.

არ ვიცით ვინ რას აპირებდა, მაგრამ თავისთავად (აქცია) პროპაგანდისტული ხასიათის იყო.

დღეს, პრაქტიკულად თქვენი ეთერის პირველ ნაწილში, თავიდან ბოლომდე პროპაგანდა მოვისმინე. მოწოდება, რომ არ უნდა იყოს დაფარული, არ უნდა იყოს სირცხვილი, რომ უნდა იყოს ღია ეს ყველაფერი და ა.შ. აქედან, ერთი ნაბიჯია იქამდე, რომ ხვალ ამ საზოგადოების ამ პატარა ნაწილმა მოითხოვოს მაგალითად ერთსქესიანთა ქორწინება, შემდეგ მიადგნენ ეკლესიას და მოითხოვონ, აი სახელწიფომ დააკანონა ეს და თქვენ უნდა აკურთხოთ. ეკლესია ვერ აკურთხებს და ითვლება ჰომოფობად.

ეკლესიამ არაერთგზის გააკეთა განცხადება, რომ ეკლესიას არ სძულს ადამიანი,არამედ ეკლესიას სძულს ცოდვა. ჩვენ ვერ წავართმევთ ეკლესიას ამის უფლებას...

...ერთი წამით, მაგალითი მინდა მოგიყვანო, ძალიან ცუდი მაგალითი მაპატიოს მსმენელმა. ახლა რომ მე სამოსელი განვიძარცვო და შემოვიდე სტუდიაში თქვენთან აბსოლუტურად დედაშობილა, ქალთან ერთად თუნდაც და დავიწყო რაღაც სექსუალური მოძრაობები. ეს ჩემი მხრიდან რა იქნება ახლა მითხარი? ჩემი გამოხატვის თავისუფლება იქნება? რუსთაველის ქუჩა პირდაპირი ეთერია იმ საზოგადოებისთვის, იმ ბავშვებისთვის, იმ ახალგაზრდებისთვის...

მთავარანგელოზის ტაძრის ადგილზე, სადაც პარლამენტის შენობაა ახლა, რუსთაველის კინოს ადგილზე, სადაც წმინდა ადგილებია, სადაც 1989 წელს 9 აპრილი იყო ბოლო-ბოლო - შიძლება იქ ასეთი აღვირახსნილობის პროპაგანდას მივცეთ საშუალება?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზღვარი, კონსტიტუციური ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და აღვირახსნილობის პროპაგანდას შორის უნდა გაევლოს და უნდა ვთქვათ, რომ პროპაგანდა არ შიძლება. გამოხატვის თავისუფლება არის აბსოლუტურად სხვა და პროპაგანდა არის აბსოლუტურად სხვა. პროპაგანდის წინააღმდეგი ვარ მე პირადად და არის ეკლესია წინააღმდეგი და ამაში ცუდს მე ვერაფერს ვერ ვხედავ. რა კონსტიტუციაში გიწერიათ რომ პროპაგანდა შეიძლება აღვირახსნილობის და გარყვნილების?

ამ კონსტიტუციის შედგენაში მონაწილეობას ვიძღებდი და მარტო წაკითხული არ მაქვს. იურისტი გახლავართ. აღვირახსნილობის პროპაგანდა არის ამორალური, საზოგადოების მორალური ზნეობის წინააღმდეგ მიმართული.... გამოხატვის თავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს უზნების პროპაგანდას. ნარკომანიის პროპაგანდა ისეთივეა ჩემთვის - ჩემთვის ეს ანალოგიურია...

მე დასაწყისში ვთქვი, რომ ზღვარი როგორც გამოხატვის თავისუფლებასა და პროპაგანდას შორის გასავლები არის, ასევე ადამიანის სიძულვილსა და ადამიანის მიერ ქმნილ ცოდვას, სიძულვილს შორის. ის რაც დღეს მოხდა, ძალადობა მიუღებელია.

დღეს, დიახ იყო ადამიანის მიმართ სიძულვილის გამოხატულება, და ეს არის ცუდი. მაგრამ აუცილებელი არის და ეკლესია ამაში თავს ვერ შეიკავებს, რომ დაგმოს ცოდვა, ამორალურობა", - განაცხადა ჟვანიამ.

 

კომენტარები