17 მაისის აქცია - შეფასებები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში მომხდარ ძალადობას გმობს

EPA

ამერიკის შეერთებულ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს თბილისში 17 მაისს განხორციელებულ ძალადობას და აცხადებს, რომ "მსგავსი შეუწყნარებელი ქმედებები დემოკრატიულ საზოგადოებებში არ უნდა ხდებოდეს".

"ამერიკის შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ყველასათვის, მათ შორის ლესბოსელებისთვის, გეებისთვის, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერებისთვის მსოფლიოს გარშემო", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ პატრიკ ვენთრელმა ბრიფინგზე, სადაც მას თბილისში 17 მაისს განვითარებული მოვლენების შეფასება სთხოვეს.

კომენტარები