საქართველოს ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩისთვის ემზადება

2 ივნისს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ადგილობრივ გუნდს ამხანაგურად დაუპირისპირდება. თემურ ქეცბაიამ ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ფეხბურთელებს შეკრებაზე უხმო. ნაკრებში 28 ფეხბურთელია გამოძახებული:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“), ომარ მიგინეიშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი მაკარიძე („ლე მანი“, საფრანგეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე („კრივბასი“, უკრაინა), ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისპორი“, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), დავით კვირკველია, გულვერდ თომაშვილი (ორივე „დილა“, გორი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ფოფხაძე („ბაქი“, აზერბაიჯანი), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), სოლომონ კვირკველია („რუბინი“, რუსეთი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე „კარპატი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“ მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, დავით თარგამაძე (ორივე „ილიჩევეცი“, უკრაინა), მერაბ გიგაური, ელგუჯა გრიგალაშვილი (ორივე „ტორპედო“, ქუთაისი), ირაკლი მაისურაძე („დილა“, გორი), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი), დავით დევდარიანი („ორჰუსი“, დანია), თორნიკე გორგიაშვილი („ზესტაფონი“)

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი („ბოხუმი“, გერმანია), ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია)

სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად, ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე მთავარი მწვრთნელის მეთვალყურეობით ვარჯიშობენ ომარ მიგინეიშვილი, როინ კვასხვაძე, გიორგი ფოფხაძე, თორნიკე გორგიაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, დავით კვირკველია, ირაკლი მაისურაძე, გულვერდ თომაშვილი და გურამ კაშია.

ირლანდიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, ჯვაროსნები დანიაში გაემგზავრებიან და 5 ივნისს, ქალაქ ოლბორგის სტადიონ ნორდისკ არენაზე მეორე ამხანაგურ შეხვედრას დანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებენ.

 

კომენტარები