სასამართლო გადაწყვეტილება

17 მაისის დარბევის მონაწილეებს 100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ

17 მაისს, ძალადობის წინააღმდეგ აქციის დარბევის მონაწილეებს, რომლებიც შს სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალრღვევის ფაქტზე დააკავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 100-100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ონიანის გადაწყვეტილებით, დაკავებული პირები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობილები არიან წვრილმანი ხულიგნობისთვის. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მოსამართლის განცხადებით, არ დადასტურდა, შესაბამისად, აღნიშნული ბრალი ოთხ ახალგაზრდას მოეხსნა.

სამართალდამრღვევებად ცნობილმა ზურაბ ჩხეიძემ, გიგა კუჭუხიძემ, ბექა ფირალიშვილმა და ამირან მანთაშაშვილმა დაკისრებული ჯარიმის თანხა შვიდი დღის განმავლობაში უნდა გადაიხადონ.

კომენტარები