კახა კალაძის გამოსათხოვარი მატჩი

კალაძის გამოსათხოვარ მატჩში მონაწილე მილანელების ვინაობა ცნობილია

კალაძე და გატუზო
kaladzetribute.com

კახაკალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩისთვის იტალიის "მილანის" შემადგენლობა უკვე ცნობილია. 

მატჩის ორგანიზატორმა დავით მუჯირმა, პრესკონფერენცია გამართა და მილანის შემადგენლობა გაამხილა: ვალერიო ფიორი, სებასტიანო როსი, როკე ჟუნიორი, პაოლო მალდინი, ჯანლუკა ძამბროტა, იაპ სტამი, მასიმო ოდო, დარი ოშიმიჩი, რუი კოშტა, მატიე ფლამინი, იბრაჰიმ ბა, კრისტიან ვიერი, ანდრეი შევჩენკო, ფილიპო ინძაგი. - ეს იმ ფეხბურთელთა სიაა, ვინც 31 მაისს დინამო არენაზე ითამაშებენ.

მუჯირის თქმით, ეს არ არის მილანის საბოლოო შემადგენლობა, თუმც არსებითი ცვლილებები არ განხორციელდება.

ორგანიზატორთა განცხადებით, მატჩისთვის შესაძლოა ბრაზილიელი კაკაც ჩამოვიდეს, თუმცა იგი იმაზეა დამოკიდებული, გამოიძახებენ თუ არა ბრაზილიის ნაკრებში.

ჯერ სრულად არ არის დაკომპლექტებული კალაძის მეგობრების გუნდი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იქ ფაბიო კანავარო ითამაშებს.


"გუნდი იქნება ინტერნაციონალური და მასში, ქართველი ფეხბურთელების გარდა, სხვა ეროვნების ფეხბურთელებიც ითამაშებენ. "მილანის" მწვრთნელები იქნებიან კარლო ანჩელოტი და ჩეზარ ემალდინი, ხოლო კალაძის გუნდს, ალექსანდრე ჩივაძე და ფათიჰ თერიმი უხელმძღვანელებენ", - განაცხადა დავით მუჯირმა. 

კახა კალაძის გამოსათხოვარი მატჩის ბილეთები დინამო არენასა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება ფასი კი 5, 7 და 10 ლარი იქნება. 

კომენტარები