ექსპრემიერის დაკავება

მერაბიშვილის ადვოკატი: ნუ გაგიკვირდებათ, თუ მერაბიშვილის სახლში 5 ათასი ლარი აღმოჩნდეს

ვანო მერაბიშვილი
ტაბულა

მერაბიშვილის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყოფილი პრემიერის ბინიდან ჩხრეკის შედეგად თანხა ამოიღეს. ვანო მერაბიშვილის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა 3 საათზე მეტია მიმდინარეობს, მას მერაბიშვილის ოჯახის წევრები ესწრებიან. ჩხრეკას ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც ესწრებოდნენ, თუმცა მათ მალევე დატოვეს კორპუსი.

”ჯერ არ დამთავრებულა ჩხრეკა, გავეცნობით ყველაფერს და შემდეგ დეტალურად მოგახსენებთ. ნუ გაგიკვირდებათ ის, რომ ვანო მერაბიშვილის სახლში აღმოჩნდეს, 5 ათასი ლარი. 5-10 ათასი ლარი დღეს ნებისმიერ სახლში შეიძლება იყოს.” - განაცხადა გაბაიძემ.

კომენტარები