ტერაქტი

მკვლელობას ლონდონში ხელისუფლება ტერაქტად მიიჩნევს

Reuters

ლონდონში სამხედროს მკვლელობას ხელისუფლება ტერაქტად მიჩნევს. ამის შესახებ ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. თავდასხმა 22 მაისს ვულვიჩის ყაზარმებთან მოხდა. ქუჩაში მიმავალ 20 წლის სამხედრო მოსამსახურეს ორი ადამიანი დაესხა თავს. ისინი სამხედროს დანებით გაუსწორდნენ. თავდამსხმელები ისლამისტურ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. მათ დანაშაულის ადგილი არ დაუტოვებიათ და 20 წუთის განმავლობაში ცხედარს შეურაცხყოფდნენ, გარშემო მყოფებს ესაუბრებოდნენ და ვიდეოგადაღების საშუალებასაც აძლევდნენ.

მოსვლისთანავე პოლიციამ ეჭვმიტანილებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ისინი დაშავდნენ. დაკავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომა მოიწვია. პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა საფრანგეთში ვიზიტი შეწყვიტა. მან განაცხადა, რომ ბრიტანეთს ასეთი თავდასხმები ვერ შეაშინებს. 

კომენტარები