აშშ-საქართველოს ურთიერთობები

აშშ–ის განცხადება საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასა და წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით

www.donthatemiami.com

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებას ავრცელებს.

"შეერთებული შტატების მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანთა, მათ შორის ყოფილ პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილის, დაკავებისა და დაპატიმრების საქმეებს. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით საქართველოს მთავრობას, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებთ აღნიშნულ გამოძიებათა და სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის - მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციის - დაცვას, რათა თავიდან იქნას აცილებული რეალობის იმგვარი აღქმა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკურად მგრძნობიარე ისეთ საქმეებში, როგორიცაა ყოფილი პრემიერმინისტრის დაპატიმრება.

შევნიშნავთ, რომ ქართველი და საერთაშორისო დამკვირვებლებისათვის საქმის წინასასამართლო, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომები ღიაა. ჩვენ მოვითხოვთ განგრძობით გამჭვირვალობას. გვჯერა, რომ წინასასამართლო პატიმრობა გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ზედმიწევნით დასაბუთებულად და შეესაბამებოდეს საერთაშორისო და ევროპულ სახელმძღვანელო პრინციპებსა და ვალდებულებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები