საფრანგეთი

გამოსვლები ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ

Reuters

საფრანგეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

სულ დემონსტრაციაში 150 ათასამდე მოქალაქე მონაწილებდა. ისინი პროტესტს გამოთქვამენ კანონის წინააღმდეგ, რომელიც საფრანგეთის სენატმა რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა და რომელიც ერთნაირსქესიან წყვილებს დაქორწინებისა და ბავშვების შვილად აყვანის უფლებას აძლევს. საფრანგეთის პრეზიდენტმა აქტს 18 მაისს მოაწერა ხელი, რის შემდეგაც  ის ძალაში შევიდა. ერთნაირსქესიანთა პირველი ქორწინება საფრანგეთში 29 მაისისთვისაა დანიშნული. საფრანგეთი ევროპის მე-9 და მსოფლიოს მე-14 ქვეყანა გახდა, სადაც ამგვარი კანონი მოქმედებს.  

კომენტარები