25-26 მაისს მეგობრებთან ერთად მყინვარწვერის დასალაშქრად წავედით. ძლიერი ქარის და თოვლის გამო, მოგვიწია ბეთლემის ქოხში გაჩერება (ე.წ. მეტეო), სადაც ცხელი ჩაით და საჭმლით გაგვიმასპინძლდნენ. საერთო სამზარეულოში სტიკერების და დროშების რაოდენობა გაიზარდა - ეს ტურისტების მატებაზე მიანიშნებს. უამინდობა, რომელიც მწვერვალზე არ გიშვებს, უფრო გმატებს მოტივაციას, რომ მომავალში კიდევ ერთხელ სცადო და 5033 მეტრი დალაშქრო.
tbl.ge/ed1
დაკოპირდა