ქართული პოლიტიკა

მმართველობის პირველი ნაბიჯები

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მთავ­რო­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და. მმარ­თ­ვე­ლო­ბის და­საწყის­ში ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე იდ­გ­ნენ და სხვა­დას­ხ­ვა პრი­ო­რი­ტეტს ისა­ხავ­დ­ნენ, თუმ­ცა სა­ერ­თო ამო­ცა­ნე­ბი და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბიც ჰქონ­დათ, მათ შო­რის – ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი დევ­ნა, ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ა, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მო­წეს­რი­გე­ბის მცდე­ლო­ბა. ამ მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად წი­ნა და ახ­ლან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­თო­დებ­ში, რო­გორც მსგავ­სე­ბე­ბი, ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

ფაქ­ტობ­რი­ვად, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რაც ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ გა­დად­გა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გად­მო­ბა­რე­ბის შემ­დეგ, წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი გახ­და. უკ­ვე 6 ნო­ემ­ბერს, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბი­სა და წა­მე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რი ბა­ჩო ახა­ლა­ი­ა, რო­მე­ლიც და­კითხ­ვა­ზე თა­ვად გა­მოცხად­და. მე­ო­რე დი­ლით გამ­თე­ნი­ი­სას კი ამა­ვე საქ­მე­ზე და­ა­პა­ტიმ­რეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის მოქ­მე­დი უფ­რო­სი გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე და მე­ოთხე ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი ზუ­რაბ შა­მა­თა­ვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძებ­ნა გა­მოცხად­და იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნისტრ ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­ზე, რო­მელ­საც ბრა­ლად ასე­ვე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის და „ციხის კად­რე­ბის" გა­და­ღე­ბის მიზ­ნით პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა წა­უ­ყე­ნეს, შემ­დეგ კი თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­ზეც.

ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე შო­თა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი და ტე­ლე­კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნი­კა გვა­რა­მი­ა. სხვა­დას­ხ­ვა ბრალ­დე­ბე­ბით საქ­მე­ე­ბი აღიძ­რა თბი­ლი­სის მე­რის გი­გი უგუ­ლა­ვას წი­ნა­აღ­მ­დეგ, რო­მე­ლიც და­კითხ­ვა­ზე იყო და­ბა­რე­ბუ­ლი.

21 ივ­ნისს კი, და­კითხ­ვა­ზე მი­სუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რი და შს მი­ნის­ტ­რი, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და კა­ხეთ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი, ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რი ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. მათ ბრა­ლად სა­ხელ­მ­წი­ფო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გ­ვა, ამომ­რ­ჩე­ველ­თა მოს­ყიდ­ვა და სხვი­სი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა წა­უ­ყე­ნეს.

The trial of former Chairman of Chamber of Control Sulkhan Molashvili
ფოტო: Reuters
ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც მა­ლე შე­უდ­გა წი­ნა მთავ­რო­ბის მო­ხე­ლე­თა, ასე­ვე მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პირ­თა სა­მარ­თ­ლებ­რივ დევ­ნას. უკ­ვე 2003 წლის დე­კემ­ბერ­ში ქვე­მო ქარ­თ­ლის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორ­ზე, ლე­ვან მა­მა­ლა­ძე­ზე ძებ­ნა გა­მოცხად­და – მას ბრა­ლად ოქ­როს მით­ვი­სე­ბა და ქო­ნე­ბის გა­მო­ძალ­ვა ედე­ბო­და. დე­კემ­ბერ­ში­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს ენერ­გე­ტი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რი და­ვით მირ­ცხუ­ლა­ვა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის მუხ­ლით. ასე­ვე – ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი მე­რაბ ჟორ­და­ნი­ა. ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა ერ­თი თვის შემ­დეგ ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ 742 ათა­სი ლა­რი გა­და­ი­ხა­და, რაც, გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, მას მით­ვი­სე­ბუ­ლი ჰქონ­და.

2004 წლის იან­ვარ­-­თე­ბერ­ვალ­ში რკი­ნიგ­ზის ყო­ფი­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი აკა­კი ჩხა­ი­ძე და ტრან­ს­პორ­ტი­სა და კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის მოქ­მე­დი, წი­ნა მთავ­რო­ბი­დან „შემორჩენილი" მი­ნის­ტ­რი, მე­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა აერო­პორ­ტ­ში ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის სი­ძე და მაგ­თი­კო­მის პრე­ზი­დენ­ტი გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძე და­ა­პა­ტიმ­რეს.

2004 წლის მარ­ტ­ში და აპ­რილ­ში და­ა­კა­ვეს სა­გა­და­სა­ხა­დო დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე და მი­სი მო­ად­გი­ლე, სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე.
რო­გორც წე­სი, ყო­ფილ მო­ხე­ლე­ებს ერ­თ­ნა­ირ ბრალ­დე­ბებს უყე­ნებ­დ­ნენ – სა­ხელ­მ­წი­ფო­სათ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი და თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა. მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ თან­ხის გა­დახ­დის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლ­და.

შე­ვარ­დ­ნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თით­ქ­მის ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აცხა­დებ­და, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მსხვერ­პ­ლი­ა.
წი­ნა და ახ­ლან­დე­ლი მთავ­რო­ბე­ბის ქმე­დე­ბებ­ში, რომ­ლებ­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა და­კა­ვე­ბე­ბი და­იწყეს, მსგავ­სე­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ორი­ვე, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ან სა­კუ­თარ ამომ­რ­ჩე­ველ­თა დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებ­და.

თუმ­ცა, ამო­ცა­ნე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო – თუ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კო­რუფ­ცი­ა­ში მხი­ლე­ბუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­გან ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ თან­ხე­ბის ამო­ღე­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მთავ­რო­ბა, რო­გორც ჩანს, მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტი­ის თუ პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე ზრუ­ნავ­და. ამას მოწ­მობს რო­გორც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის და­კა­ვე­ბა, რომ­ლის შეც­ვ­ლა­საც არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ძა­ლა მა­ნამ­დე ცდი­ლობ­და, ასე­ვე სხვა საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ძი­ე­ბა პირ­ველ რიგ­ში და­იწყო. კერ­ძოდ, ეს იყო ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის წევ­რ­თა აუდი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი­სა და ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნო მო­პო­ვე­ბის, ასე­ვე ქარ­თუ ბან­კის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­კოტ­რე­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბე­ბი.

თუმ­ცა, შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბამ ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა ვერ­ცერ­თი საქ­მის სა­სა­მარ­თ­ლომ­დე მიყ­ვა­ნა ვერ შეძ­ლო, ახა­ლა­ი­ა-­კა­ლან­და­ძის საქ­მის გარ­და, რომ­ლის გან­ხილ­ვა ამ­ჟა­მად გრძელ­დე­ბა.
ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მთავ­რო­ბას, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, არ და­უ­კა­ვე­ბია მოქ­მე­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მა­შინ ყო­ფი­ლი მო­ხე­ლე­ე­ბის და­კა­ვე­ბებს არ გა­მო­უწ­ვე­ვია ისე­თი კრი­ტი­კა სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­სავ­ლე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის მხრი­დან, რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მი­ერ „სამართლიანობის აღ­დ­გე­ნას".

გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­-­დე­კემ­ბერ­ში შეშ­ფო­თე­ბა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­კა­ვე­ბე­ბის გა­მო NATO-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ევ­რო­კავ­ში­რის პირ­ველ­მა პი­რებ­მა და აშ­შ­-ის სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა გა­მოთ­ქ­ვეს. ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტო­რებ­მა ჯინ შა­ჰინ­მა, ჯო ლი­ბერ­მან­მა, ჯე­იმს რიშ­მა, ლინ­დ­სი გრე­ჰემ­მა და ჯონ მაკ­კე­ინ­მა წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რო­მელ­შიც აღ­შ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტეს Foreign Policy-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რის ინ­ტერ­ვი­უს გა­მო. მაია ფან­ჯი­კი­ძემ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი „დამნაშავეებად და კრი­მი­ნა­ლე­ბად" მო­იხ­სე­ნი­ა.

The trial of former Defense Minister Bacho Akhalaia.
ფოტო: Reuters
ფან­ჯი­კი­ძე ვა­შინ­გ­ტონ­ში, მარ­შა­ლის ფონ­დ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე დიპ­ლო­მა­ტებ­მა, ექ­ს­პერ­ტებ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­აკ­რი­ტი­კეს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აფ­რ­თხი­ლეს, არ მი­ბა­ძოს უკ­რა­ი­ნის მა­გა­ლითს, რომ­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი და ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რი და­ა­კა­ვა. იულია ტი­მო­შენ­კო­სა და იური ლუ­ცენ­კოს საქ­მე­ებს და­სავ­ლე­თი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევ­და და მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ითხოვ­და. გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რ­მა კარლ ბილ­დ­ტ­მა, თბი­ლის­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ გა­ნაცხა­და, რომ „პოლიტიკური ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნა შე­საძ­ლოა ქვე­ყა­ნა­ზე ძალ­ზე უარ­ყო­ფი­თად აისა­ხოს" და იმე­დი გა­მოთ­ქ­ვა, რომ „საქართველო უკ­რა­ი­ნის შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლობს".

მე­ო­რე მხრივ, სი­ტუ­ა­ცია იმი­თაც გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, რომ ამ­ჟა­მად, ყო­ფი­ლი მთავ­რო­ბის მო­ხე­ლე­თა წი­ნა­აღ­მ­დეგ აღ­მ­კ­ვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად, ხში­რად, არა­სა­პა­ტიმ­რო ზო­მე­ბი, ძი­რი­თა­დად გი­რაო გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.
კი­დევ ერ­თი გეგ­მა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა­საც ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე შე­უდ­გა, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის „დალაგება" გახ­და. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტის – რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კითხებ­ში პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­მო­ღე­ბა იყო.

რუ­სეთ­სა და NATO-ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყო­ფი­ლი ელ­ჩი, ზუ­რაბ აბა­ში­ძე, პრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­კითხებ­ში თა­ვის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლად 1 ნო­ემ­ბერს წა­რად­გი­ნა. ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მოს­კოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა „ახალი ფურ­ც­ლი­დან" უნ­და და­იწყოს.

სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რომ 2003 წლის 2 დე­კემ­ბერს, ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის გა­მარ­ჯ­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბელ­მა ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძემ გა­ნაცხა­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო მზა­დაა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი „სუფთა ფურ­ც­ლი­დან და­იწყოს" – იმ პი­რო­ბით, თუ ისი­ნი თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მსგავ­სად, წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და­საწყის­ში რუ­სე­თის მი­სა­მარ­თით შემ­რი­გებ­ლუ­რი რი­ტო­რი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და ხში­რად ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბულ და­ძა­ბუ­ლო­ბას წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აბ­რა­ლებ­და. მა­შინ თბი­ლის­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ილუ­ზია არ­სე­ბობ­და, რომ რუ­სე­თის მტრუ­ლი პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­მართ, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის პი­როვ­ნე­ბით, რო­მელ­საც რუ­სე­თის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი წრე­ე­ბი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლას აბ­რა­ლებ­დ­ნენ. სწო­რედ ისე, რო­გორც ახ­ლან­დე­ლი ხელ­სუფ­ლე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თის აგ­რე­სია სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა­აღ­მ­დეგ პრე­ზი­დენ­ტის მტრულ­მა რი­ტო­რი­კამ და „პროვოკაციაზე" „წამოგებამ" გა­ნა­პი­რო­ბა.

2004 და 2013 წლებ­ში რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა­შე მდგა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გახ­ლ­დათ. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნე­ბი მა­შინ რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნა და კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის შე­სა­ხებ მოს­კოვ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი იყო – 2004 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჯერ კი­დევ ჰქონ­და გან­ც­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­მართ კრემ­ლის პო­ლი­ტი­კის შე­მობ­რუ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო.

თბი­ლი­სის მშვი­დო­ბი­ა­ნი რი­ტო­რი­კის მი­უ­ხე­და­ვად, მოს­კო­ვი გა­ნაგ­რ­ძობ­და აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში სე­პა­რა­ტის­ტ­თა, ასე­ვე ას­ლან აბა­ში­ძის რე­ჟი­მის მხარ­და­ჭე­რას. 2003 წლის 9 დე­კემ­ბერს მოს­კოვ­მა გა­ნაცხა­და, რომ აჭა­რას­თან, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის მსგავ­სად, უვი­ზო მი­მოს­ვ­ლას აწე­სებს. ამან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვი­ა.

მოს­კო­ვი­დან იმ პე­რი­ოდ­ში თბი­ლი­სის მი­სა­მარ­თით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მე­სი­ჯე­ბი მო­დი­ო­და. 18 დე­კემ­ბერს, ტე­ლე­ხი­დის დროს, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა გა­ნაცხა­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას აღი­ა­რებს. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში, მი­სი­ვე თა­ნა­შემ­წემ სერ­გეი იას­ტ­რ­ჟემ­ბ­ს­კიმ სა­ქარ­თ­ვე­ლო ტე­რო­რის­ტე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

თბი­ლის­სა და ბა­თუმს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში კი რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბა შექ­მ­ნილ ვი­თა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას თბი­ლისს აკის­რებ­და და პრო­ვო­კა­ცი­ებ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.
რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნას, რუ­სი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ამ პრო­ცე­სის­თ­ვის თბი­ლი­სის­თ­ვის მი­უ­ღე­ბელ ვა­დებს, 7-დან 11 წლამ­დე ასა­ხე­ლებ­დ­ნენ.
ამის მი­უ­ხე­და­ვად, 29 იან­ვარს ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბ­ლე­ა­ზე გა­მოს­ვ­ლი­სას, სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, რომ „მეგობრული ხე­ლი" გა­უ­წო­და რუ­სეთს, „რითიც გა­მოვ­ხა­ტე ჩე­მი მზად­ყოფ­ნა ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის­თ­ვის და ორი­ვე ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით".
10 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით მოს­კოვს ეწ­ვია და რუს კო­ლე­გას შეხ­ვ­და. შეხ­ვედ­რის გან­სა­კუთ­რე­ბით მე­გობ­რულ­მა ტონ­მა თბი­ლის­ში იმე­დე­ბი აღ­ძ­რა, რომ ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში გარ­და­ტე­ხა მოხ­დე­ბო­და. სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, „ჩემი მე­გობ­რუ­ლი ხე­ლი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტ პუ­ტინს გა­ვუ­წო­დე, ჰა­ერ­ში არ დარ­ჩე­ნი­ლა" და, მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მას რუს კო­ლე­გას­თან „პრობლემები არ ჰქო­ნი­ა". სა­ა­კაშ­ვილ­მა პუ­ტი­ნი შე­მოდ­გო­მის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მო­იწ­ვი­ა. მხა­რე­ე­ბი ჩარ­ჩო­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ. თე­ბერ­ვალ­ში­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლომ უკან გა­იწ­ვია ვე­ტო ვაჭ­რო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში რუ­სე­თის გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე.
აჭა­რის კრი­ზის­მა თბი­ლის­სა და მოს­კოვს შო­რის გარ­კ­ვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა წარ­მოშ­ვა, თუმ­ცა აბა­ში­ძის რე­ჟი­მის დამ­ხო­ბის შემ­დეგ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის „თაფლობის თვე" მა­ინც გაგ­რ­ძელ­და.

The President of Georgia pays his first official visit to Russia.
ფოტო: Reuters
2004 წლის მა­ი­სის ბო­ლოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ თბი­ლის­ში გა­მარ­თა ბიზ­ნეს­ფო­რუ­მი, რო­მელ­საც რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტ­რი გერ­მან გრე­ფი და მრა­ვა­ლი რუ­სი ბიზ­ნეს­მე­ნი და­ეს­წ­რო. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მათ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბის­კენ მო­უ­წო­და და გა­ნაცხა­და, რომ „ბიზნესს ეროვ­ნე­ბა არ გა­აჩ­ნი­ა".

ორ ქვე­ყა­ნას შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა 2004 წლის ივ­ლის­ში ცხინ­ვა­ლის გარ­შე­მო კონ­ფ­ლიქ­ტის გამ­წ­ვა­ვე­ბას მოჰ­ყ­ვა და კულ­მი­ნა­ცი­ას 2008 წლის ომის დროს მი­აღ­წი­ა.

პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ივა­ნიშ­ვი­ლის მოს­კო­ვის მი­მართ რი­ტო­რი­კა იმ­თა­ვით­ვე შემ­რი­გებ­ლუ­რი იყო. ეს იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ, მი­სი გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სა­ა­კითხებ­ში დათ­მო­ბა­ზე წას­ვ­ლას არ აპი­რებ­და. ამა­ვე დროს, იგი პი­რო­ბას იძ­ლე­ო­და, რომ რუ­სულ ბა­ზარ­ზე ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ას და­აბ­რუ­ნებ­და.

ივა­ნიშ­ვი­ლის ახალ­და­ნიშ­ნუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ზუ­რაბ აბა­ში­ძის რუ­სულ მხა­რეს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ერ­თ­-ერ­თი შე­დე­გი რუ­სი ექ­ს­პერ­ტე­ბის ვი­ზი­ტე­ბი გახ­და. მათ ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის სა­წარ­მო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე­ჯერ შე­ა­მოწ­მეს. მი­ნე­რა­ლურ წყალ­ზე ემ­ბარ­გო ონიშ­ჩენ­კოს უწყე­ბამ მა­ის­ში მოხ­ს­ნა. ალ­კო­ჰო­ლის სა­კითხი კი გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში­ა.

ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბამ რამ­დე­ნი­მე ისე­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, აშ­კა­რად რომ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. კერ­ძოდ, გა­ნაცხა­და, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გა­მო­ძი­ე­ბას და­იწყებს. თა­ნაც, წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში. აგ­რეთ­ვე, თქვა, რომ არ გა­მო­რიცხავს, წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ, რაც ასე­ვე გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნი გახ­დე­ბა­. ასე­ვე, რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­ჭი­რა მხა­რი აფხა­ზე­თის გავ­ლით რკი­ნიგ­ზის გახ­ს­ნას. გარ­და ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტ­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის შერ­ბი­ლე­ბის გან­ხილ­ვა და­იწყო.

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მსგავ­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის გზე­ბის ძი­ე­ბა და­იწყო. თუმ­ცა მა­შინ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას, ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი ვაჭ­რო­ბის საგ­ნად არ უქ­ცე­ვი­ა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­სავ­ლელ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს, ამ მხრივ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი იყო. 2003 წლის დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს აშ­შ­-ის თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნი დო­ნალდ რამ­ს­ფელ­დი ეწ­ვი­ა. იან­ვარ­ში, პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­დეგ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, რომ მი­სი პრი­ო­რი­ტე­ტი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რა­ცია და აშ­შ­-­ს­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა­ა.

ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­დან ერთ თვე­ში, 25 თე­ბერ­ვალს კი იგი ვა­შინ­გ­ტონ­ში აშ­შ­-ის პრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუშს შეხ­ვ­და. ბუშ­მა ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას „მსოფლიოს ხალ­ხე­ბის­თ­ვის მა­გა­ლი­თი" უწო­და და თბი­ლისს ყო­ველ­მ­ხ­რივ დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და.
ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­მი­ე­რის რან­გ­ში პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ვი­ზი­ტით ბრი­უ­სელ­ში ჩა­ვი­და. მან, ისე­ვე რო­გორც წი­ნა მთავ­რო­ბამ, პრი­ო­რი­ტე­ტად ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია და­ა­სა­ხე­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა აშშ-ს, მის მი­ერ წი­ნას­წარ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ვი­ზი­ტი, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე უნ­და შემ­დ­გა­რი­ყო, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ვა­დით გა­და­ი­დო. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის გა­მო და­სავ­ლე­თის მხრი­დან კრი­ტი­კას და­ემ­თხ­ვა. თა­ვად ივა­ნიშ­ვილ­მა აშ­შ­-­ში ვი­ზი­ტის გა­და­დე­ბა მო­უც­ლე­ლო­ბით ახ­ს­ნა. პრე­მი­ე­რის ამე­რი­კა­ში გამ­გ­ზავ­რე­ბის თა­რი­ღი კვლა­ვაც უც­ნო­ბი­ა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კას, წი­ნა მთავ­რო­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ამ მხრივ თან­მიმ­დევ­რუ­ლი არ ყო­ფი­ლა. 2003 წლის დე­კემ­ბერ­ში დრო­ე­ბით­მა მთავ­რო­ბამ გა­ნაცხა­და, რომ 2004 წლის ივ­ლი­სი­დან „სიმდიდრის გა­რეგ­ნულ ნიშ­ნებ­ზე" გა­და­სა­ხა­დის შე­მო­ღე­ბას აპი­რებ­და, რომ­ლი­თაც ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის, უძ­რა­ვი და ა. შ. ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლებს და­ბეგ­რავ­და. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ იდე­ა­ზე უარი თქვა.

ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა სა­ბო­ლო­ოდ მას შემ­დეგ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რაც 2004 წლის ივ­ნის­ში ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტ­რად კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე და­ი­ნიშ­ნა. ივ­ნი­სის ბო­ლოს კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ახა­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, მოქ­მე­დი 21 გა­და­სა­ხა­დი­დან მხო­ლოდ 9 უნ­და დარ­ჩეს. დარ­ჩე­ნი­ლე­ბის გა­ნაკ­ვე­თე­ბი კი მცირ­დე­ბა.

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც წი­ნა მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კას აკ­რი­ტი­კებ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ეღი­ა­რე­ბი­ნა, რომ გა­მარ­თუ­ლი და ეფექ­ტუ­რი სა­ბა­ჟო და სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მა ჩა­ი­ბა­რა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი ახალ­მა მთავ­რო­ბამ სო­ცი­ა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ზრდა­ზე, ასე­ვე აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რის სუბ­სი­დი­რე­ბა­ზე გა­ა­კე­თა. თუმ­ცა ამ გეგ­მე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი სტაგ­ნა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში უხ­დე­ბა.

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას შე­უდ­გა, რო­მე­ლიც „უსამართლო" შრო­მის კო­დექ­სის და­საქ­მე­ბულ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ შეც­ვ­ლას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი 19 აპ­რილს პარ­ლა­მენ­ტ­მა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო. ამ პრო­ექტს მრა­ვა­ლი კრი­ტი­კო­სი გა­მო­უჩ­ნ­და, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის, ასე­ვე ბიზ­ნე­სის, კერ­ძოდ, ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის სა­ხით, რომ­ლებ­მაც გა­ნაცხა­დეს, რომ მი­სი მი­ღე­ბა ბიზ­ნე­სის სტაგ­ნა­ცი­ას და უმუ­შევ­რო­ბის ზრდას გა­მო­იწ­ვევს.

რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ამ შე­ხე­დუ­ლე­ბებს მთავ­რო­ბის ნა­წი­ლიც იზი­ა­რებ­და – კო­დექ­სი ჯერ ვი­ცეპ­რე­მი­ერ­მა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვილ­მა გა­აკ­რი­ტი­კა, რო­მელ­მაც მას „როზა ლუქ­სემ­ბურ­გის სა­ოც­ნე­ბო კო­დექ­სი" უწო­და და გა­ნაცხა­და, რომ მი­სი ამ სა­ხით მი­ღე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლებს შე­ამ­ცი­რებს. შემ­დეგ მარ­გ­ვე­ლაშ­ვილს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც და­ე­თან­ხ­მა და კა­ნონ­მ­დებ­ლებს მო­უ­წო­და, დო­კუ­მენ­ტ­ში დამ­ქი­რა­ვე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბი უფ­რო მე­ტად გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

რო­გორც ჩანს, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­სა და რე­ცე­სი­ის საფ­რ­თხის ფონ­ზე, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მთავ­რო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა, თავ­და­პირ­ვე­ლი გეგ­მა შეც­ვა­ლოს და იგი­ვე შრო­მის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი რე­ფორ­მა­ა, არ­სე­ბულ რე­ა­ლი­ებს უფ­რო შე­უ­სა­ბა­მოს.

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მთავ­რო­ბამ ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი – პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 2004 წლის ზაფხუ­ლი­დან და­იწყო. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან მე-9 თვეს, 2004 წელს აგ­ვის­ტო­ში შე­იქ­მ­ნა.
მა­შინ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ზეც, რომ­ლის ერ­თ­-ერ­თი პირ­ვე­ლი შე­დე­გი 2005 წლის ზაფხულ­ში პირ­ვე­ლი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა გახ­და.

რო­გორც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის, ასე­ვე ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მთავ­რო­ბა მმარ­თ­ვე­ლო­ბის და­საწყის­ში­ვე ერ­თ­სა და იმა­ვე საფ­რ­თხეს – რე­ლი­გი­ურ ექ­ს­ტ­რე­მიზ­მ­სა და რე­ლი­გი­ურ ფა­ნა­ტი­კოს­თა მხრი­დან ძა­ლა­დო­ბას შე­ე­ჯა­ხა. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რა­დი­კა­ლურ ზო­მებს მი­მარ­თა, რო­დე­საც 2004 წლის მარ­ტ­ში სა­პატ­რი­არ­ქოს­გან გან­კ­ვე­თი­ლი მღვდე­ლი ბა­სილ მკა­ლა­ვიშ­ვი­ლი და­ა­პა­ტიმ­რა, რო­მე­ლიც რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ძა­ლა­დო­ბას სჩა­დი­ო­და.

2013 წლის 17 მა­ისს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მი­ერ წა­ქე­ზე­ბულ­მა მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ­მა აქ­ტი­ვის­ტებ­მა ჰო­მო­ფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ აქ­ცია და­არ­ბი­ეს. დარ­ბე­ვის ერ­თ­-ერ­თი წამ­ქე­ზე­ბე­ლი, პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი იაკო­ბი, აგ­რე­სი­უ­ლი და მუ­ქა­რე­ბის შემ­ც­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ვი­და. პო­ლი­ცი­ამ დარ­ბე­ვის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­თა­ნა­დო წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა ვერ გა­უ­წი­ა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი დარ­ბე­ვის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე და­ა­კა­ვა, რომ­ლებ­საც სა­სა­მარ­თ­ლომ მი­ნი­მა­ლუ­რი ჯა­რი­მე­ბი შე­უ­ფარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ორ სა­სუ­ლი­ე­რო პირს ბრალ­დე­ბა შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი – მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის­თ­ვის ძა­ლა­დო­ბით ხე­ლის შეშ­ლის მუხ­ლით, წა­რედ­გი­ნა. მა­შინ, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აზ­რით, რომ­ლებ­მაც დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯის პე­ტი­ცი­ას მო­ა­წე­რეს ხე­ლი, დარ­ბე­ვის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მთე­ლი რი­გი უფ­რო მძი­მე მუხ­ლე­ბი და­არ­ღ­ვი­ეს – მათ შო­რის ძა­ლა­დო­ბის, თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბი­სა და სიტყ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხელ­ყო­ფის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თ­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის, სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის მი­მართ მუ­ქა­რი­სა და ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ. ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბი­სას სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცია 2004 წლის მა­ის­ში, ას­ლან აბა­ში­ძის დამ­ხო­ბის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თ­ვის ეს მო­მენ­ტი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ დად­გე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ და­უ­მა­ლავს, რომ მის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის, რო­გორც ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის პო­ლი­ტი­კი­დან ფაქ­ტობ­რი­ვი გაქ­რო­ბა (საუბრები „რიტორიკის შეც­ვ­ლა­ზე", „მონანიებაზე" და ა.შ.). ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში „ოცნება" პო­ლი­ტი­კა­ში კონ­კუ­რენ­ტე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ბო­და, იმათ გარ­და, ვი­საც თა­ვად შექ­მ­ნი­და. მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა აღ­მოჩ­ნ­და, რო­მელ­საც, უკონ­კუ­რენ­ტო გა­რე­მოს პი­რო­ბებ­ში, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი და­უქ­ვე­ით­და. 2007 წლი­დან დაწყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვ­ლე­ბი და და­ძა­ბუ­ლო­ბა ამის შე­დე­გიც იყო. ქარ­თულ ოც­ნე­ბას, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ნო­პო­ლი­ის მო­პო­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ გზის გა­მე­ო­რე­ბის ყვე­ლა შან­სი აქვს.

ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დ­გო­მი რამ­დე­ნიმე თვე, წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ძი­რი­თა­დად ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ას და მიმ­დი­ნა­რე, გა­და­უ­დე­ბელ პრობ­ლე­მებ­ზე რე­ა­გი­რე­ბას მო­ან­დო­მა. თუმ­ცა, ამა­ვე დროს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბის­თ­ვის სა­ფუძ­ვ­ლის ჩაყ­რა შეძ­ლო. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში, პრო­პა­გან­დის­ტულ ეფექ­ტ­ზე გათ­ვ­ლი­ლი „სამართლიანობის აღ­დ­გე­ნის" გარ­და, რო­მე­ლიც, იმავ­დ­რო­უ­ლად, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დას­ჯი­სა და თა­ვი­დან მო­ცი­ლე­ბის ამო­ცა­ნა­საც ას­რუ­ლებს, სა­მო­მავ­ლო ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის, გარ­დაქ­მ­ნე­ბი­სა თუ რე­ფორ­მე­ბის კონ­ტუ­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს.

კომენტარები