საპ­რე­ზი­დენ­ტო არჩევნები

საპრეზიდენტო მარათონი გაიხსნა

სალომე უგულავა
0 კომენტარი

ოქ­ტომ­ბ­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე უკ­ვე ცნო­ბი­ლია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი – პრე­მი­ე­რის პი­რა­დი ფა­ვო­რი­ტი, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი. რო­გორც ჩანს, ივა­ნიშ­ვილს კან­დი­და­ტის შერ­ჩე­ვი­სას წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა არ შეხ­ვედ­რია – პრე­მი­ე­რის თქმით, მხო­ლოდ ერთ, მი­სი აზ­რით, იდე­ა­ლურ კან­დი­და­ტუ­რა­ზე იყო მსჯე­ლო­ბა და ის ერ­თხ­მად შე­არ­ჩი­ეს.

მი­უ­ხე­და­ვად პრე­მი­ე­რის ცხა­დად გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმ­პა­თი­ე­ბი­სა, ზო­გი­ერ­თი ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ მა­ინც გა­აკ­ვირ­ვა, რად­გან მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი, გარ­და იმი­სა, რომ პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­უც­დე­ლი­ა, ივა­ნიშ­ვი­ლის სხვა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლიც არის. აშ­შ­-ის ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტის დაკ­ვე­თით მარ­ტ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვის თა­ნახ­მად, მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლის, რო­გორც მი­ნის­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა, და­დე­ბი­თად 29%-მა შე­ა­ფა­სა, რაც ბევ­რად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა არა­ერ­თი მი­ნის­ტ­რის რე­ი­ტინგს – მათ შო­რის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტო­ბის ცხა­დად გა­მო­ხა­ტუ­ლი სურ­ვი­ლი ჰქონ­და.

მი­უ­ხე­და­ვად მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლის ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რო­ბი­სა არა­ერთ თა­ნა­გუნ­დელ­თან შე­და­რე­ბით, თა­ვად ივა­ნიშ­ვი­ლი და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მა­თი კან­დი­და­ტი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ი­მარ­ჯ­ვებს და იოლად და­ა­მარ­ცხებს რო­გორც ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის, ასე­ვე ნე­ბის­მი­ერ სხვა კან­დი­დატს.

ამ მო­საზ­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მეტყ­ვე­ლებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვა. NDI-ის დაკ­ვე­თით მარ­ტ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კითხ­ვის მი­ხედ­ვით, კითხ­ვა­ზე, რო­მე­ლი პარ­ტი­ის კან­დი­დატს ისურ­ვებ­დით მომ­დევ­ნო პრე­ზი­დენ­ტად, პირ­ველ არ­ჩევ­ნად 58%-მა ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის კან­დი­და­ტი და­ა­სა­ხე­ლა, ხო­ლო 8%-მა – ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის. 17%-მა არ იცის, ვის და­უ­ჭერს მხარს. მე­ო­რე არ­ჩევ­ნად ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის კან­დი­და­ტი 2%-მა და­ა­სა­ხე­ლა, ხო­ლო 1%-მა – ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის. თუმ­ცა ოქ­ტომ­ბ­რამ­დე სუ­რა­თი კვლავ შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს. გა­მო­კითხ­ვის დროს ქარ­თულ ოც­ნე­ბას კან­დი­და­ტი და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი არ ჰყავ­და, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის კან­დი­და­ტი კი აქამ­დე უც­ნო­ბი­ა. კან­დი­და­ტის გა­მო­სავ­ლე­ნად ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა პრა­ი­მე­რის ჩა­ტა­რე­ბას აპი­რებს, სა­ვა­რა­უ­დოდ – ივ­ნი­სის ბო­ლოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ერ­თ­-ერ­თი სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტი, პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

მე­ო­რე მხრივ, რე­ი­ტინ­გებს მიღ­მა, სა­გუ­ლის­ხ­მო ტენ­დენ­ცი­ე­ბი გვაჩ­ვე­ნა 2013 წლის შუ­ა­ლე­დურ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­მა. ამ შე­დე­გებ­მა ზო­გი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მე­ო­რე ტუ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე აალა­პა­რა­კა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ვერ­ცერ­თი კან­დი­და­ტი ვერ შეძ­ლებს 50%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვას. გარ­და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის კან­დი­და­ტე­ბი­სა, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი და ნეს­ტან კირ­თა­ძე. სა­ვა­რა­უ­დოდ, კენჭს იყ­რი­ან ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის და­ყე­ნე­ბა არც ქრის­ტი­ან­-­დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა მოძ­რა­ო­ბამ გა­მო­რიცხა. რე­ი­ტინ­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბის შან­სი პრაქ­ტი­კუ­ლად არ გა­აჩ­ნი­ათ.
NDI-ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­სურ­ველ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად ქრის­ტი­ან­-­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რი გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე რეს­პონ­დენ­ტე­ბის 3%-მა, ხო­ლო ლე­ი­ბო­რის­ტე­ბის ლი­დე­რი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი – 2%-მა და­ა­სა­ხე­ლა. თუმ­ცა, არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ კა­ხა კუ­კა­ვას მსგავ­სად, მა­თაც წა­ი­ღონ ხმე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი. თბილის­ში, ქარ­თულ­ი ოც­ნების გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­მა კან­დი­დატ­მა, თა­მარ კორ­ძა­ი­ამ, ხმე­ბის 40%-ზე ნაკ­ლე­ბი მი­ი­ღო, მა­შინ რო­დე­საც წი­ნა არ­ჩევ­ნებ­ზე ქარ­თულ ოც­ნე­ბას 70%-ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჰქონ­და. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­საძ­ლო მე­ო­რე ტუ­რის თე­მა სწო­რედ ამ შე­დე­გე­ბის შემ­დეგ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ნა­ძა­ლა­დევ­ში ხმე­ბის 17.26% კა­ხა კუ­კა­ვამ წა­ი­ღო, ნაცი­ონალური მოძ­რა­-ობა კი მესამე ად­გილს დას­ჯერ­და – 15.11%-ით.

ნინო ბურჯანაძე
სა­ერ­თო ჯამ­ში, შუ­ა­ლე­დურ­მა არ­ჩევ­ნებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ოქ­ტომ­ბ­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­-­ჩევ­ნების შემ­დეგ, ქარ­თულ ოც­ნებას თით­ქ­მის გა­უნახევ­რ­და მხარ­დაჭერა თბილისის ოლ­ქ­ში, თბილისის გარეთ კი ქარ­თული ოც­ნების მხარ­დაჭერა თით­ქ­მის მესამედით გა­იზარ­და. თა­ვის მხრივ, ნაცი­ონალურ მოძ­რა­ობას მხარ­დაჭერა თით­ქ­მის გა­უნახევ­რ­და თბილისის გარეთა ოლ­ქებ­ში და თით­ქ­მის მესამედით შე­უმ­ცირ­და თბილისის ოლ­ქ­ში.

ეს შე­დე­გე­ბი ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც და ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­საც გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ის ფაქ­ტო­რი, თუ ვინ რო­გორ შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი ამომ­რ­ჩევ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბას, რად­გან შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­ზე აქ­ტი­ვო­ბა საკ­მა­ოდ და­ბა­ლი იყო. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა, შე­საძ­ლო­ა, ჩათ­ვა­ლონ, რომ კო­ა­ლი­ცი­ის კან­დი­და­ტი ისე­დაც იმარ­ჯ­ვებს, ან ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა და­კარ­გონ იმე­დი. მარ­ცხის შემ­თხ­ვე­ვა­შიც, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ამო­ცა­ნა­ა, სხვა­ო­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა მცი­რე იყოს. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მი­ზა­ნი კი, პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბას­თან ერ­თად, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბა გახ­ლავთ.

სხვა გაცხა­დე­ბულ კან­დი­და­ტებ­თან შე­და­რე­ბით, ამ­ჟა­მად ყუ­რადღე­ბა კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლად გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. კან­დი­დატს ყუ­რადღე­ბა არც მა­ნამ­დე აკ­ლ­და – მი­ნის­ტ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში ის რამ­დე­ნი­მე გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გა. ერ­თ­-ერ­თი ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა იყო აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ჩა­მორ­თ­მე­ვა, რაც ბევ­რ­მა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბად ჩათ­ვა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის უფა­სოდ და­რი­გე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, რის­თ­ვი­საც მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი ბევ­რ­მა შე­ა­ქო. თუმ­ცა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ბა­ზარ­ზე გა­მომ­ცემ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას გა­კოტ­რე­ბის საფ­რ­თხის წი­ნა­შე აყე­ნებს, რად­გან სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მქო­ნე გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის გვერ­დის ავ­ლით და­ბეჭ­დავს და­სა­რი­გე­ბელ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს.

შალვა ნათელაშვილი
43 წლის კან­დი­დატ­მა, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რო­ბამ­დე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის რექ­ტო­რი იყო, რამ­დე­ნი­მე გან­ცხა­დე­ბი­თაც და­ა­მახ­სოვ­რა ამომ­რ­ჩე­ველს თა­ვი. სა­ინ­ტე­რე­სოა საქ­მის და ცვლი­ლე­ბე­ბის მი­მართ მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ვი­ცეპ­რე­მი­ე­რად და­ნიშ­ვ­ნი­დან მოკ­ლე ხან­ში, მან მე­დი­ას გა­ნუცხა­და, რომ პრე­მი­ე­რი კარ­გად ექ­ცე­ვა და ბევრ საქ­მეს არ ავა­ლებს. ცო­ტა ხნის წინ კი გა­ნაცხა­და, რომ „პლასტილინივით" არის და ახალ გა­რე­მოს იოლად ერ­გე­ბა.
ერ­თ­-ერ­თი უკა­ნას­კ­ნე­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბა მი­სი მხრი­დან შრო­მის კო­დექ­სის კა­ნონ­პ­რო­ექტს შე­ე­ხე­ბო­და, რო­დე­საც მან სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­ს­ტი­ტუტ­ში გა­ნაცხა­და, რომ კო­დექ­სი კოშ­მა­რი იქ­ნე­ბა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თ­ვის და უმუ­შევ­რო­ბას, რაც ქვეყ­ნის ნო­მე­რი პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა­ა, გაზ­რ­დის. პრო­ექტს მან რო­ზა ლუქ­სემ­ბურ­გის ოც­ნე­ბაც უწო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თქვა, რომ წუხს თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის გა­მო და გუნ­დის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო მო­საზ­რე­ბებ­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი არ სჩვე­ვი­ა.

ოპო­ნენ­ტებ­მა მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლს აგ­ვის­ტოს ომის შე­სა­ხებ წარ­სულ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბიც შე­ახ­სე­ნეს. 2010 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნია მა­ეს­ტ­როს ეთერ­ში ის აცხა­დებ­და, რომ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის ნა­წი­ლი ვართ, რო­მელ­მაც წე­ლი­წად­-­ნა­ხევ­რის წინ გა­დაწყ­ვი­ტა, სამ­ხედ­რო ძა­ლით რუ­სე­თის­თ­ვის წა­ერ­თ­მია ტე­რი­ტო­რი­ე­ბი – რა­საც სი­გი­ჟედ აფა­სებ­და. მარ­გ­ვე­ლაშ­ვილს ოპო­ნენ­ტებ­მა პრო­რუ­სულ ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძეს­თან კავ­ში­რიც არ და­უ­ვიწყეს, რად­გან ის ბურ­ჯა­ნა­ძის მი­ერ 2008 წელს და­არ­სე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მრჩე­ველ­თა საბ­ჭო­ში იყო.

კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვ­ლი­დან მოკ­ლე ხან­ში ლი­ბე­რალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რი­ლი­ა, სა­დაც ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნას ისე გა­ნი­ხი­ლავ­და, რო­გორც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის სა­ხით რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. „მის გა­მო­ჩე­ნას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად და­დე­ბი­თი პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს. ეს არის შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც რუ­სე­თი გვთა­ვა­ზობს, უფ­რო სწო­რად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს სთა­ვა­ზობს და არა მა­ინ­ც­და­მა­ინც ჩვენ, ე.წ. Soft Power Solution-ს, ანუ არა ძა­ლა­დო­ბით, არა ტან­კე­ბით, არა­მედ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში წარ­მოდ­გე­ნას მის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის სა­ხით", – წერ­და მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი.

კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბის შემ­დეგ მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი პა­სი­უ­რო­ბას არ­ჩევს. გარ­და იმი­სა, რომ აქ­ტი­უ­რი კამ­პა­ნია არ და­უწყი­ა, პრო­აქ­ტი­უ­ლად არ ეხ­მა­უ­რე­ბა არც ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებს – მა­გა­ლი­თად ისეთს, რო­გო­რიც იყო 17 მა­ი­სის ძა­ლა­დო­ბა ლგბტ უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კითხ­ვე­ბის პა­სუ­ხად გა­ნაცხა­და, რომ ყვე­ლა კა­ნონ­დამ­რ­ღ­ვე­ვი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად უნ­და და­ი­სა­ჯოს და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თ­ვის არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ვინ არი­ან ისი­ნი.

სალომე ზურაბიშვილი
ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ეს საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნია წი­ნა კამ­პა­ნი­ე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ახა­ლი კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის მუხ­ლე­ბის ამოქ­მე­დე­ბას­თან ერ­თად, პრე­ზი­დენ­ტის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი დრა­მა­ტუ­ლად მცირ­დე­ბა. თუმ­ცა, ცხა­დი­ა, ეს არ­ჩევ­ნებს პო­ლი­ტი­კურ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას არ უკარ­გავს. პრე­ზი­დენ­ტი კვლავ რჩე­ბა ქვეყ­ნის მე­თა­უ­რად, სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის უმაღ­ლეს მთა­ვარ­სარ­დ­ლად და წარ­მო­მად­გენ­ლად სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. თუმ­ცა, იგი არ წარ­მარ­თავს პო­ლი­ტი­კას.
მი­უ­ხე­და­ვად ფუნ­ქ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, თუ რო­გორ შეძ­ლე­ბენ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბი ამომ­რ­ჩევ­ლის ყვე­ლა მთა­ვარ წუ­ხილ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას. NDI-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, მო­სახ­ლე­ო­ბის 61%-ისთვის უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტეტს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს. ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა მე­ო­რე ად­გილ­ზე­ა, ხო­ლო მას მოს­დევს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ჯან­დაც­ვის თე­მა. ცვლი­ლე­ბებს კი ჯან­დაც­ვის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და სა­პენ­სიო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ისურ­ვებ­დ­ნენ. ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით რე­ფორ­მე­ბი და პროგ­რა­მე­ბი წა­მო­იწყო, თუმ­ცა, რამ­დე­ნად საკ­მა­რი­სია ეს ცვლი­ლე­ბე­ბი, რამ­დე­ნად ემ­თხ­ვე­ვა მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ლო­დი­ნებს, კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ დგას.

იმა­ვე კვლე­ვის თა­ნახ­მად, არ­ჩევ­ნე­ბი­დან 6 თვის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი – 81% თვლი­და, რომ მა­თი მდგო­მა­რე­ო­ბა არ შეც­ვ­ლი­ლა და უმ­თავ­რეს ეროვ­ნულ სა­კითხე­ბად კვლავ ეკო­ნო­მი­კურ თე­მებს ასა­ხე­ლებ­დ­ა. შე­მოდ­გო­მა­ზე ეს გან­წყო­ბა, შე­საძ­ლო­ა, ფრუს­ტ­რა­ცი­ა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ოპო­ნენ­ტებს სა­კუ­თა­რი პლატ­ფორ­მე­ბის წარ­დ­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, მათ შო­რის – გა­ნახ­ლე­ბუ­ლის.

პრე­ზი­დენ­ტის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი ­ოქ­ტომ­ბ­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ

პრე­ზი­დენ­ტი არის ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი, სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი და წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. თუმ­ცა ის არ წარ­მარ­თავს სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას და გენ­შ­ტა­ბის უფ­რო­სის და სხვა მხე­დარ­თ­მ­თავ­რე­ბის და­ნიშ­ვ­ნა ან გა­და­ყე­ნე­ბა მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხ­მე­ბით უწევს. იგი აღარ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ბი­უ­ჯე­ტო პრო­ცეს­ში და აღარ შე­ეძ­ლე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა ან შე­ჩე­რე­ბა. პრე­ზი­დენტს დარ­ჩე­ბა უფ­ლე­ბა, გა­მო­აცხა­დოს სა­ო­მა­რი ან სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, და­დოს ზა­ვი – ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტ­მა უნ­და და­ამ­ტ­კი­ცოს.

ასე­ვე, ახა­ლი კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, პრე­ზი­დენ­ტის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სა­ჭი­რო­ებს კონ­ტ­რა­სიგ­ნა­ცი­ას პრე­მი­ე­რის მხრი­დან – თუმ­ცა არა ყვე­ლა, რაც, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს იმას, თუ რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტი.

პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბა აქვს და­ნიშ­ნოს არ­ჩევ­ნე­ბი, შე­იწყა­ლოს მსჯავ­რ­დე­ბუ­ლე­ბი, მი­ა­ნი­ჭოს ჯილ­დო­ე­ბი, წო­დე­ბე­ბი, გა­დაწყ­ვი­ტოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და თავ­შე­საფ­რის მი­ცე­მის სა­კითხე­ბი, სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­ხე­ლით და­დოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თან­ხ­მე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლურ მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას­თან.ალა­სა­ნია ამ სურ­ვი­ლის და შე­სა­ბა­მი­სი გეგ­მე­ბის სა­კუ­თარ ახ­ლო გა­რე­მოც­ვა­ში გან­ხილ­ვის­თ­ვის და­ი­სა­ჯა კი­დეც. თავ­დაც­ვის მი­ნისტრს, რო­მელ­საც, ამავ­დ­რო­უ­ლად, ვი­ცეპ­რე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა, პრე­მი­ერ­თან ამ სა­კითხ­ზე „საკმაოდ მძი­მე სა­უ­ბა­რი ჰქონ­და", მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მას ვი­ცეპ­რე­მი­ე­რის პოს­ტი და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს, სა­დაც მარ­გ­ვე­ლაშ­ვილ­მა ჩა­ა­ნაც­ვ­ლა. ოპო­ნენ­ტებ­მა სწო­რედ ალა­სა­ნი­ას შემ­თხ­ვე­ვა გა­იხ­სე­ნეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა გან­გებ შე­არ­ჩია სუს­ტი კან­დი­და­ტი, რა­თა ძა­ლა­უფ­ლე­ბა არა­ვის გა­უ­ყოს. ამ მა­გა­ლით­ზე კი ისიც აჩ­ვე­ნა, რა მო­უ­ვათ მათ, ვინც მის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მოქ­მე­დე­ბას მო­ინ­დო­მებს, თუნ­დაც ახ­ლო წრე­ში.

ამომ­რ­ჩევ­ლის აქ­ტი­ვო­ბა 2013 წლის შუ­ა­ლე­დურ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე

ნაძალადევ­ში სულ რეგის­ტ­რირებულია 140 892 ამომ­რ­ჩეველი, თამარ კორ­ძა­ი­ას (მიღებული ხმა 15487) ხმა არ მის­ცა ამომ­რ­ჩეველ­თა სა­ერ­თო რა­ოდენობის 89%-მა. კახა კუკავას (მიღებული ხმა 6772) ხმა არ მის­ცა ამომ­რ­ჩეველ­თა სა­ერ­თო რა­ოდენობის 95%-მა; მირ­ზა დავითა­ი­ას (მიღებული ხმა 5926) ხმა არ მის­ცა ამომ­რ­ჩეველ­თა სა­ერ­თო რა­ოდენობის თით­ქ­მის 96%-მა.

ბაღ­დათ­ში სულ რეგის­ტ­რირებულია 23 351 ამომ­რ­ჩეველი. ქარ­თული ოც­ნების კან­დიდატს პა­ატა კიკ­ნაველიძეს (მიღებული ხმა 6975) ხმა არ მის­ცა ამომ­რ­ჩეველ­თა სა­ერ­თო რა­ოდენობის 70%-მა. ვლადიმერ წიქორიძეს (მიღებული ხმა 2383) ხმა არ მის­ცა ამომ­რ­ჩეველ­თა სა­ერ­თო რა­ოდენობის 90%-მა.

სამ­ტ­რედი­აში სულ 48 455 ამომ­რ­ჩეველი­ა. ქარ­თული ოც­ნების კან­დიდატს გი­ორ­გი კახი­ანს (მიღებული ხმა 17 163) ხმა არ მის­ცა ამომ­რ­ჩეველ­თა სა­ერ­თო რა­ოდენობის 64%-მა. ნაცი­ონა-­ლური მოძ­რა­ობის კან­დიდატს ემ­ზარ შუბ­ლაძეს (მიღებული ხმა 3963) ხმა არ მის­ცა ამომ­რ­ჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ოდენობის თით­ქ­მის 92%-მა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები