ოკუპირებული ტერიტორიები

სოფელ დიცში რუსი მესაზღვრეები ისევ გამოჩნდნენ

radiotavisupleba.ge

სოფელ დიცში რუსი მესაზღვრეები ისევ გამოჩნდნენ - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება.

სააგენტოს ცნობით, მესაზღვრეების ათკაციანი ჯგუფი მავთულხლართებს იმ პერიმეტრის გასწვრივ ავლებენ, სადამდეც  ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი  გადმოსწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, მავთულხლართებისა და ბოძების ინსტალაცია რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, 27 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებთან, დიცთან და დვანთან, ე.წ. საზღვარი 300 მეტრით გადმოსწიეს. 

კომენტარები