სამხედრო პოლიცია

დაკავებულია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე

mod.gov.ge

დაკავებულია სამხედრო პოლიციის დეპარატმენტის უფროსის ყოფილი მოადგილე პოლკოვნიკი მალხაზ ბოხუა. ბოხუას ბრალად ედება წინა წელს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ ქმედებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის სპეცსახსრებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით -ნახევარ მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისებასა და გაფლანგვაში.

ბოხუა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დააკავეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მხილებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის N 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "დ" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

კომენტარები