რელიგიის თავისუფლება

ვატიკანი: ყოველწლიურად რელიგიური ნიშნით 100 000 ქრისტიანს კლავენ

ვატიკანი

წმინდა საყდარი გამოხატავს "უკიდურეს შეშფოთებას" აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევისა და სისტემატური თავდასხმების გამო აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანულ თემებში. სილვიო მარიო ტომაზი, გაეროში ვატიკანის სისტემატური დამკვირვებელი აცხადებს, რომ "შოკისმომგვრელი რეზულტეტების" მიხედვით, "ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი ქრისტიანი იღუპება, აღმსარებლობასთან დაკავშირებული მიზეზებით".

სხვა ქრისტიანები, არქიეპისკოპოსი ტომაზის განცხადებით, იძულებით გადაადგილდებიან, ტოვებენ საკუთარ სახლებს, იმისთვის რომ გადაურჩნენ მოსალოდნელ ძალადობას. "მათ საკულტო ადგილებს ანადგურებენ, სულიერ ლიდერებს კი იტაცებენ და მათზე ძალადობენ.” - აცხადებს ტომაზი.

ამავე თემაზე: მსოფლიოს ყველაზე დევნილი რელიგია

კომენტარები