სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა

ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის დილემა: არათანმიმდევრული მემკვიდრეობითობა

ილია ზვიადაური
0 კომენტარი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას. მას უწევს ისე­თი ქვეყ­ნის მარ­თ­ვა-­გამ­გე­ო­ბა, რო­მე­ლიც, ერ­თი მხრივ, ნა­წი­ლობ­რივ ოკუ­პი­რე­ბუ­ლია მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, ეს­წ­რაფ­ვის ყვე­ლა დრო­ის უძ­ლი­ე­რეს სამ­ხედ­რო-­პო­ლი­ტი­კურ ბლოკ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, რა­თა ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ გა­დაჭ­რას ეროვ­ნუ­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მა. ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ტ­კი­ცებს, რომ და­სავ­ლუ­რი კურ­სის მემ­კ­ვიდ­რე­ა, მაგ­რამ აქვს სურ­ვი­ლი, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. დი­ლე­მა კი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის თვით­მიზ­ნად გა­მოცხა­დე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია წი­ნას შე­უბღა­ლა­ვად. თუ პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­უც­დე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ე­რი ჭეშ­მა­რი­ტად ერ­თ­გუ­ლია NATO-ს გე­ზი­სა, მა­შინ მან მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა უნ­და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­შიც. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კრემ­ლ­თან საქ­მის მოგ­ვა­რე­ბის ცდუ­ნე­ბის სა­ფა­სუ­რი და­სავ­ლე­თის­გან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩა­მო­ცი­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

ივა­ნიშ­ვილ­მა რუს­თა­ვი 2-ისთვის 26 აპ­რილს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ის ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლებ­საც მი­სი მთავ­რო­ბა დგამს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად: რი­ტო­რი­კის შერ­ბი­ლე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს „თავდაცვის დოქ­ტ­რი­ნის" ფუნ­და­მენ­ტუ­რი გა­და­ხედ­ვა რუ­სუ­ლი საფ­რ­თხის ჩა­მო­ფა­სე­ბის გზით, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბა ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელ მე­ამ­ბო­ხე­ებ­თან სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კავ­ში­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და მათ­გან გა­მიჯ­ვ­ნის მიზ­ნით.

ცო­ტა ხან­ში გა­ირ­კ­ვა, რომ თავ­დაც­ვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მო­ხილ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­და­ხედ­ვა არ მომ­ხ­და­რა და, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რის ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ა­სა და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის გი­გა ბო­კე­რი­ას მტკი­ცე­ბით, აღ­ნიშ­ნულ და სხვა სტრა­ტე­გი­ულ დო­კუ­მენ­ტებ­ში რუ­სე­თის­გან მომ­დი­ნა­რე საფ­რ­თხე­ე­ბი კვლა­ვაც სა­თა­ნა­დო­დაა ასა­ხუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ლა­ფან­ყუ­რის ოპე­რა­ცი­ა­სა და ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელ და „სხვა მე­ამ­ბო­ხე­ებ­თან" სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა მთავ­რო­ბის კავ­შირ­-ურ­თი­ერ­თო­ბებს, ივა­ნიშ­ვილ­მა ორ დღე­ში გან­მარ­ტა, რომ მან მხო­ლოდ „ეჭვი გა­მოთ­ქ­ვა", ხო­ლო და­ბე­ჯი­თე­ბით არა­სო­დეს უმ­ტ­კი­ცე­ბია ის, რომ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა ტე­რო­რის­ტებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, აღ­მოჩ­ნ­და, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ „მწყობრად" ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ოთხი ნა­ბი­ჯი­დან ერ­თი არ გა­დად­გ­მუ­ლა, ხო­ლო მე­ო­რე მცდარ და და­მაბ­ნე­ველ კონ­ტექ­ს­ტ­ში იყო გან­მარ­ტე­ბუ­ლი. ის­ღა დაგ­ვ­რ­ჩე­ნი­ა, ვი­კითხოთ, რამ­დე­ნად საკ­მა­რი­სია დარ­ჩე­ნი­ლი ორი ნა­ბი­ჯი – რი­ტო­რი­კის შერ­ბი­ლე­ბა და სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა – რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად?

დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლი უმალ შე­ამ­ჩ­ნევ­და, რომ რუს­თა­ვი 2-ის ჟურ­ნა­ლის­ტის და­ჟი­ნე­ბულ კითხ­ვა­ზე, რა კონ­კ­რე­ტულ ნა­ბი­ჯებს დგამთ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლა­დო, პა­სუ­ხის გა­ცე­მი­სას, ივა­ნიშ­ვილს არ უხ­სე­ნე­ბია ორი მარ­თ­ლაც ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კითხი: სა­ქარ­თ­ვე­ლოს NATO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა და ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღ­დ­გე­ნა. გა­საკ­ვი­რია ისიც, თუ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში რა­ტომ არ ისა­უბ­რა ივა­ნიშ­ვილ­მა ოკუ­პა­ცი­ის კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა­ზე. ყვე­ლა­სათ­ვის ნა­თე­ლი­ა, რომ NATO-ზე უარის თქმა და, დიდ ან­გა­რიშ­ში, დე­ო­კუ­პა­ცი­ის მოთხოვ­ნის გა­უქ­მე­ბა, რუ­სე­თის მი­ერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უმ­თავ­რე­სი პი­რო­ბე­ბია სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის „დასალაგებლად". ყვე­ლას­და გა­საკ­ვი­რად, პრე­მი­ერ­მი­ნისტრს არც რუ­სეთ­თან სა­გან­გე­ბო მომ­ლა­პა­რა­კებ­ლის და­ნიშ­ვ­ნა­ზე და ორ­მ­ხ­რი­ვი დი­ა­ლო­გის დაწყე­ბა­ზე უთ­ქ­ვამს რა­მე. თავ­სა­ტე­ხი ისა­ა, გა­მორ­ჩა ივა­ნიშ­ვილს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხე­ბი თუ გან­გებ აუარა გვერ­დი.

ამ თე­მა­ში სიცხა­დის შე­სა­ტა­ნად, უპ­რი­ა­ნი­ა, გა­ვიხ­სე­ნოთ წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი პოს­ტუ­ლა­ტი. და­სავ­ლელ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან დი­ა­ლო­გის პრო­ცეს­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის სა­სა­უბ­რო პუნ­ქ­ტე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტი იყო იმის მტკი­ცე­ბა, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრინ­ცი­პულ მოგ­ვა­რე­ბას წინ უნ­და უს­წ­რებ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს NATO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, ან, სულ მცი­რე, გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მი­ღე­ბა.

ეს ლო­გი­კა ორ არ­გუ­მენტს ეფუძ­ნე­ბა: 1. ის­ტო­რი­უ­ლი არ­გუ­მენ­ტი: აწ უკ­ვე NATO-ს წევ­რი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ალი­ან­ს­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ყო­ფილ სა­ტე­ლი­ტებ­თან რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მარ­თა­ლი­ა, მოს­კო­ვი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს ხე­ლი შე­უ­შა­ლოს NATO-ს გა­ფარ­თო­ე­ბის ყო­ველ ტალ­ღას, მაგ­რამ გა­ფარ­თო­ე­ბის შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა, შე­ე­გუ­ოს ახალ რე­ა­ლო­ბას და მეტ­-­ნაკ­ლე­ბად კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლად ითა­ნამ­შ­რომ­ლოს ალი­ან­სის ახალ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­თან. 2. უსაფ­რ­თხო­ე­ბის არ­გუ­მენ­ტი: ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტ­ზე უსაფ­რ­თხო­ე­ბა, მათ შო­რის, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უსაფ­რ­თხო­ე­ბა პრინ­ცი­პუ­ლად მყარ­დე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით NATO-ს გა­ფარ­თო­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ. კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა­ში ახა­ლი ქვეყ­ნე­ბის ჩაბ­მა ხელს უწყობს არა მარ­ტო ტრა­დი­ცი­უ­ლი სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კუ­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბას, არა­მედ ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ვაჭ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბას და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის არე­ა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბას.

რაც შე­ხე­ბა რუ­სეთს, მის სა­მე­ზობ­ლო­ში ფსევ­დო­ბუ­ფე­რუ­ლი ზო­ნე­ბის ნაც­ვ­ლად NATO-ს წევ­რი სა­ხელ­მ­წი­ფოს არ­სე­ბო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აუმ­ჯო­ბე­სებს უსაფ­რ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს რუ­სე­თის საზღ­ვ­რებ­ზე. პო­ლი­ტი­კუ­რად სტა­ბი­ლუ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი მოს­კო­ვის სა­მე­ზობ­ლო­ში და­დე­ბი­თად ზე­მოქ­მე­დებს რუ­სე­თის გრძელ­ვა­დი­ან გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, ალი­ან­სის გა­ფარ­თო­ე­ბა აოკებს რუ­სე­თის რე­ვან­შის­ტუ­ლი ძა­ლე­ბის ჰე­გე­მო­ნის­ტურ მის­წ­რა­ფე­ბებს და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ­ცი­რებს ლო­კა­ლუ­რი ომე­ბის საფ­რ­თხეს. გი­გა ბო­კე­რი­ას სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, რუ­სე­თი NATO-ს საფ­რ­თხედ აღიქ­ვამს არა იმის გა­მო, რომ მი­სი თავ­დას­ხ­მის ეში­ნი­ა, არა­მედ იმი­ტომ, რომ თა­ვად კარ­გავს გა­ფარ­თო­ე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას. ამ ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რუ­სე­თის და­შოშ­მი­ნე­ბი­სა და ექ­ს­პან­სი­ო­ნის­ტუ­რი ომე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის უება­რი სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით NATO-ს გა­ფარ­თო­ე­ბის პრო­ცე­სის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ა.
რუ­სეთ­ზე სა­უბ­რი­სას წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მებს წარ­მო­ად­გენ­და ის პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლომ, NATO-სთან და­ახ­ლო­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ცალ­მ­ხ­რი­ვად გა­დად­გა თბი­ლის­სა და მოს­კოვს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბის შე­სა­ნე­ლებ­ლად: ლარ­სის სა­კონ­ტ­რო­ლო-­გამ­შ­ვე­ბი პუნ­ქ­ტის გახ­ს­ნა, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე კონ­ტ­რო­ლის აღ­სად­გე­ნად ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უარის თქმა, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მო­სას­ვ­ლე­ლად და, შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სი ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, ვაჭ­რო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში რუ­სე­თის გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ამას და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და სა­თა­ნა­დო და­ფა­სე­ბა მოჰ­ყ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის მხრი­დან.

26 აპ­რი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­ში პრე­მი­ერ­მი­ნისტრს ეს ნა­ბი­ჯე­ბი არ უხ­სე­ნე­ბი­ა, რაც იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ იგი, ერ­თი მხრივ, შორს იჭერს თავს წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თუნ­დაც პო­ზი­ტი­უ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის­გან, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, ნე­ბით თუ უნებ­ლი­ეთ, ცდი­ლობს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის „სუფთა ფურ­ც­ლი­დან" დაწყე­ბას. ეს არამც და არამც არ უნ­და შე­დი­ო­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ში. წი­ნა მთავ­რო­ბის მი­ერ გა­დად­გ­მუ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი­სა­გან გან­ზე გად­გო­მა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აკ­ნი­ნებს ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ებს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს ახალ­-ა­ხა­ლი მოთხოვ­ნე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბის მა­დას აღუძ­რავს.

წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კარ­გად მო­ფიქ­რე­ბუ­ლი მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი სტრა­ტე­გი­ით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და, რაც ასა­ხუ­ლია ეროვ­ნუ­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცი­ა­სა და სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან დო­კუ­მენ­ტებ­ში: 1. NATO-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში სწრაფ­ვა; 2. რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის ფაქ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბად ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა და 3. რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ცალ­მ­ხ­რი­ვი, პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა ისე, რომ ამას ხე­ლი არ შე­ე­შა­ლა დღის წეს­რი­გის წი­ნა ორი სა­კითხი­სათ­ვის.

ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გია ამორ­ფუ­ლი და გაბ­ნე­უ­ლი­ა. მარ­თა­ლი­ა, პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ მარ­ტ­ში ერ­თხ­მად მი­ღე­ბუ­ლი „რეზოლუცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ" მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად წარ­მო­ად­გენს სა­გა­რეო ვექ­ტო­რის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის ხაზ­გას­მას დეკ­ლა­რა­ცი­ულ დო­ნე­ზე, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კის პრაქ­ტი­კუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს, გან­სა­კუთ­რე­ბით, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის რი­გი­თო­ბის თვალ­საზ­რი­სით, სე­რი­ო­ზულ გა­დახ­რებ­თან გვაქვს საქ­მე. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, დღე­ვან­დე­ლი მმარ­თ­ვე­ლი ძა­ლის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ტ­კი­ცებ­და, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბა NATO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას წინ უნ­და უს­წ­რებ­დე­სო, რაც იმ­თა­ვით­ვე ფიქ­ტი­ურს და მოჩ­ვე­ნე­ბითს ხდი­და NATO-სადმი მათ ერ­თ­გუ­ლე­ბას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის იმ ლი­დე­რებ­მა, რომ­ლე­ბიც თავს NATO-ს მომ­ხ­რე­ე­ბად წარ­მო­ა­ჩე­ნენ, და­იწყეს იმის მტკი­ცე­ბა, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და NATO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა პა­რა­ლე­ლუ­რი პრო­ცე­სი­ა.
რა თქმა უნ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­შ­ვი­დო­ბო­ზე გა­სას­ვ­ლე­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა იმ­დე­ნად ხმა­მა­ღა­ლი ანა­ლი­ზი, თუ რა რის შემ­დეგ უნ­და მოხ­დეს, არა­მედ ის პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით ისა­ხე­ბა ან უკ­ვე იდ­გ­მე­ბა. ერ­თი რამ ცხა­დი­ა: პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად ცალ­მ­ხ­რივ დათ­მო­ბებ­ში არ უნ­და ავუ­რი­ოთ (და პარ­ლა­მენ­ტ­ში წარ­დ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში სწო­რედ დათ­მო­ბაა და არა კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯი), ხო­ლო NATO-სკენ სწრაფ­ვის სურ­ვი­ლი, დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი­თა და მიღ­წე­ვე­ბით უნ­და გამ­ყარ­დეს.

2008 წელს გა­მარ­თუ­ლი ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს NATO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­ღ­ვე­ვა იყო, რო­ცა ალი­ან­ს­მა პირ­ვე­ლად გა­ნაცხა­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო NATO-ს წევ­რი გახ­დე­ბა. მომ­დევ­ნო სა­მი­ტებ­ზე მი­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტებ­ში არა მარ­ტო გან­მე­ორ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, არა­მედ პრაქ­ტი­კუ­ლი ში­ნა­არ­სი­თაც შე­ივ­სო ჯერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ინ­ტენ­სი­უ­რი დი­ა­ლო­გის დაწყე­ბით, ხო­ლო შემ­დეგ ორი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შექ­მ­ნით: წლი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მით და NATO-საქართველოს კო­მი­სი­ით. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭო­სა და NATO-ს სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და ლი­დე­რე­ბის ვი­ზი­ტე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მოხ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს თან­და­თა­ნო­ბით ჩა­მო­ცი­ლე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად „შეწყვილებული" უკ­რა­ი­ნის­გან, რა­მაც კი­დევ უფ­რო გა­ამ­ყა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შან­სი. მე­ტიც, სა­ქარ­თ­ვე­ლომ ას­პი­რან­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი შე­ი­ძი­ნა და შეწყ­ვილ­და და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის იმ ქვეყ­ნებ­თან (ბოსნია-ჰერცეგოვინა, მა­კე­დო­ნია და მონ­ტე­ნეგ­რო), რომ­ლებ­საც უკ­ვე აქვთ გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა (MAP) და რო­მელ­თა NATO-ში შეს­ვ­ლა მხო­ლოდ დრო­ის სა­კითხი­ა. ამას ემა­ტე­ბა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო მდივ­ნის ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის მი­ერ 2012 წლის ჩი­კა­გოს სა­მი­ტის ფარ­გ­ლებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ მომ­დევ­ნო სა­მი­ტი გა­ფარ­თო­ე­ბის სა­მი­ტი უნ­და იყოს.

NATO-სკენ მი­მა­ვალ გზა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სი წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა შტოს ბე­ჯი­თი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის შე­დე­გი­ა. ყო­ვე­ლი მიღ­წე­ვის უკან დგას რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­თა, ასე­ვე ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და ბი­უ­როკ­რა­ტი­ის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა, ბრძო­ლის უნა­რი, და­ჟი­ნე­ბა და ზე­მოქ­მე­დე­ბა, რაც დღემ­დე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და­სავ­ლელ პარ­ტ­ნი­ო­რებ­ზე. ფი­ნი­შის ხაზ­ზე გას­ვ­ლას ასე­თი­ვე ნე­ბა და შრო­მა სჭირ­დე­ბა დღე­ვან­დე­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონმ­დებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ბა­რე­ბა, NATO-ს ISAF-ის ოპე­რა­ცი­ა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ გაზ­რ­დი­ლი წვლი­ლი და დეკ­ლა­რა­ცი­ულ დო­ნე­ზე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის ერ­თ­გუ­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წი­ნა­პი­რო­ბებს ქმნის გა­ი­სად, 2014 წელს, NATO-ს მო­რიგ სა­მიტ­ზე ახა­ლი გარ­ღ­ვე­ვი­სათ­ვის, რაც უნ­და გა­მო­ი­ხა­ტოს ან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ალი­ან­ს­ში მიწ­ვე­ვით, ან, უკი­დუ­რეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, MAP-ის მი­ნი­ჭე­ბით.

ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ 30 აპ­რილს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ 2014 წელს „MAP-ი მა­ინც უნ­და მი­ვი­ღოთ", ფრთხი­ლი ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, და­სავ­ლელ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან რუ­დუ­ნე­ბით მუ­შა­ო­ბის, ნე­ბის­ყო­ფის ჩვე­ნე­ბი­სა და დარ­წ­მუ­ნე­ბის გარ­და, სხვა რამ­დე­ნი­მე პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯია გა­და­სად­გ­მე­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნ­და გა­ნუ­ახ­ლოს NATO-ელ პარ­ტ­ნი­ო­რებს წი­ნა მთავ­რო­ბის ის შე­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ავ­ღა­ნე­თი­დან NATO-ს ჯა­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბას. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ალი­ან­ს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში წლი­უ­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის კარ­გად მომ­ზა­დე­ბა, ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭო­სა და NATO-ს სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­ზი­ტე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბა და სა­ა­კაშ­ვილ­-ო­ბა­მას 2012 წლის იან­ვ­რის შეხ­ვედ­რის დროს სამ­ხედ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი ხორ­ც­შეს­ხ­მა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რის ვი­ზი­ტი ვა­შინ­გ­ტონ­ში უსა­თუ­ოდ ხელს შე­უწყობს NATO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცესს, ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ე­რის ერ­თობ­ლი­ვი მი­მარ­თ­ვა ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი­სად­მი.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა და მკა­ფიო გზავ­ნი­ლე­ბი და­სავ­ლე­თის­თ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე, რა­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რის რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სურ­ვილ­მა NATO-ელ პარ­ტ­ნი­ო­რებს არ შე­უქ­მ­ნას იმის გან­ც­და, რომ ალი­ან­ს­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მი­ზან­მა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბა და­კარ­გა ან უკა­ნა პლან­ზე გა­და­ი­წი­ა. სა­ჭი­როა გა­მუდ­მე­ბით იმის ჩვე­ნე­ბა, რომ NATO-ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა მხო­ლოდ წა­ად­გე­ბა რუ­სეთ­თან და­ძა­ბუ­ლო­ბის მოხ­ს­ნას და რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა მოს­კოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს, მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ის ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც და­შენ­დე­ბა წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ომის შემ­დეგ გა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, აღ­ქ­მუ­ლი იქ­ნე­ბა პო­ზი­ტი­უ­რად და­სავ­ლე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის მი­ერ და არ ჩა­ით­ვ­ლე­ბა ცალ­მ­ხ­რივ დათ­მო­ბად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები