საგარეო პოლიტიკა

ნიკოლოზ ვაშაკიძე: ვურჩევდი პრემიერს, საგარეო მიმართულებით საუბრისგან თავი შეიკავოს

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრემიერმინისტრს საგარეო პოლიტიკის შესახებ საუბრისგან თავის შეკავებას ან პრესკონფერენციების რაოდენობის შემცირებას ურჩევდა. "ვურჩევდი, პრესკონფერენციები შეამციროს ან საგარეო მიმართულებით საუბრისგან მაინც შეიკავოს თავი", - განაცხადა ვაშაკიძემ. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. 

"შეცდომები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამჟამად უშვებს, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ხშრად პროგნოზები დეტალურად მიმართლდება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს გამჭრიახობა, არ მახარებს. გამოუცდელ და საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს ხშირად აქვთ დიდი ამბიციები და ჰგონიათ, რომ ოქროს გასაღები ჯიბეში უდევთ, თუმცა ყველა ჯერზე საბოლოო შედეგი გვიანი გამოფხიზლება და შეცდომებია, რაც ქვეყანას ძვირად უჯდება", - აღნიშნა ვაშაკიძემ. 

კომენტარები