ე.წ. სამხრეთ ოსეთი

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ქართველი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

radiotavisupleba.ge

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული, სოფელ დიცის მკვიდრი როსტომ სოსიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც როსტომ სოსიაშვილის დედა მაია სოსიაშვილი აცხადებს, მისი შვილი ტუბერკულოზით არის დაავადებული და უფასო მკურნალობის კურსს გადიოდა. ოჯახმა მიმართა "წითელ ჯვარს". სოსიაშვილების ოჯახი  სოციალურად დაუცველია და დედის განცხადებით, მის შვილს პასპორტი არ აქვს, რამაც შესაძლოა მისი გამოშვება გააჭიანუროს.  

როსტომ სოსიაშვილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა გუშინ დააკავეს. 

კომენტარები