რელიგიური თავისუფლება

სოფელ სამთაწყაროში მუსლიმებს ლოცვის საშუალებას კვლავ არ აძლევენ

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, მუსლიმებს სამლოცველოში ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. უკვე მეორე პარასკევია, რაც ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობის ნაწილი, მუსლიმთა სამლოცველოს გახსნას ეწინააღმდეგება. სამთაწყარო საზღვრისპირა სოფელია, სადაც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 1500 მოსახლე ცხოვრობს. მათგან ნაწილი ჰერეთიდან, ნაწილი კი აჭარიდან არის ჩამოსახლებული.

კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მოსახლეობის მუსლიმურმა ნაწილმა, რომლებიც აჭარიდან ეკომიგრანტები არიან, თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სოფელში სამლოცველოს აშენების შესახებ. სამმართველომ სამლოცველოს მოსაწყობად სახლი იყიდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მუსლიმთა ღვთისმსახურებას ხელს უშლის.

ეს უკვე მესამე სოფელია საქართველოში, სადაც არჩევნების შემდეგ მუსლიმებს ადგილობრივი მოსახლეობა ხელს უშლის ლოცვის აღსრულებაში. აღნიშნულ ინციდენტამდე ანალოგიური პრობლემები ქრისტიანული მოსახლეობის მხრიდან, სოფელ ნიგვზიანისა და წინწყაროს მუსლიმურ მოსახლეობას ჰქონდა.

იხილეთ სტატიები:

ნიგვზიანის სპირალი

შეუწყნარებლობის ახალი კერა 

კომენტარები