აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსული სამხედრო ძალების ქმედებებს ეხმაურება

EPA

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსული სამხედრო ძალების ქმედებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ იზიარებს საქართველოს შეშფოთებას რუსული ძალების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვის გამო.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, იენ პსაკიმ, 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე, გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პსაკის თქმით, რუსული სამხედრო ძალების ქმედება ეწინააღმდეგება 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

"საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა, რომ ღობეების აღმართვა და მავთულხლართების გაბმა ხორციელდება საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას, რომ ღობეები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. 

კომენტარები