რუსეთის ბაზარი

ონიშენკო: საბჭოთა ბორჯომი დღევანდელ ბორჯომს სჯობდა

owap.ge

საბჭოთა ბორჯომის ხარისხი დღევანდელ ბორჯომზე უკეთესი იყო. ეს განცხადება რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ ჟურნალისტებთან გააკეთა. rbc.ru-ს ინფორმაციითროსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნებული ბორჯომის ხარისხი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ წყლის ხარისხს, რომელიც საბჭოთა დროს იწარმოებოდა. მისი თქმით, სპეციალისტები, რომლებსაც წყაროებისადმი ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ, როგორც "საკუთარი შვილებისადმი" და "წყლის ყველა კაპრიზი" იცოდნენ, უკვე გაქრნენ, დღევანდელ თანამშრომლებს კი დაბალი კვალიფიკაცია აქვთ.

რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ქართული ღვინოც გააკრიტიკა. "მათ რომ ყურძენი შემოჰქონდეთ, მას თავად გადმოვიტანდი საზღვარზე. ისინი ხომ ყურძენს აფუჭებენ, როცა მისგან ღვინოს ამზადებენ. ესაა წმინდა პროდუქტი, ღმერთის მიერ მოცემული პროდუქტი, რომელსაც აქებდნენ წარმართობისა და ქრისტიანობის პერიოდში, ისინი კი მისგან ალკოჰოლს ამზადებენ", - აღნიშნა ონიშენკომ.

კომენტარები