საკვირაო ქადაგება

ილია მეორე: ბიბლიოთეკები ჩვენი ხალხით უნდა გაივსოს

პატრიარქი

ილია მეორემ შაბათი წიგნის დღედ გამოაცხადა. კათალიკოსი საკვირაო ქადაგებისას აღნიშნავს, რომ პრესითა და ტელევიზიით მიღებული ზედაპირული ცოდნა, საკმარისი არ არის.

"რით განსხვავდება ჩვენი და ჩვენი წინაპრების ცოდნა – ისინი ღრმად აზროვნებდნენ, ჩვენ კი ყველაფერს ზერელედ ვუყურებთ. ბევრი რამ ვიცით, მაგრამ – ზედაპირულად. ადამიანი მხოლოდ ტელევიზიით და პრესით არ უნდა დაკმაყოფილდეს. ადამიანის პირველი მეგობარი წიგნი უნდა იყოს. ადამიანი უნდა იყოს მწიგნობარი. ჩვენ უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს – უპირველეს ყოვლისა "ბიბლიას" და შემდეგ სხვა წიგნებს.... მინდა, შაბათი დღე წიგნის დღედ დავაწესო, რათა ყოველი ჩვენგანი კითხულობდეს წიგნებს და მიდიოდეს ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკები ჩვენი ხალხით უნდა გაივსოს. იქ ვნახავთ უამრავ საინტერესო წიგნს. საპატრიარქოს ერთ-ერთი მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს და იქ ისეთი წიგნებია, რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. შაბათობით, 10:00-დან 19:00 საათამდე ღია იქნება ბიბლიოთეკები და ჩვენ უნდა მივიდეთ, რათა ვიკითხოთ წიგნები. იქ დაგხვდებათ სათანადო პირობები და ბევრს ისწავლით", - აღნიშნა უწმინდესმა. 

კათაილიკოსმა მრევლს ასევე მოუწოდა ციტირების წესი დაიცვან, მიუთითონ ავტორის გვარი და სახელი, წიგნის დასახელება, გამოცემის წელი და გვერდის ნომერი: "ჩვენს სასწავლებლებში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას სასვენ ნიშნებს – სად უნდა იყოს წერტილი, სად – მძიმე, წერტილ-მძიმე ან ორწერტილი. ეს ადამიანის კულტურის მაჩვენებელია. ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ შაბათი ლოცვასთან ერთად წიგნის დღეც იქნება. ღმერთმა მოგცეთ ძლიერი, მტკიცე, ჭეშმარიტი სარწმუნოება და დიდი ცოდნა", - აღნიშნა პატრიარქმა. 

 

კომენტარები