11-19 მაისს ჭაუხის მთის მასივში Backcountry ბანაკი მოეწყო. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც დამწყებმა, ასევე პროფესიონალმა მოთხილამურეებმა და სნოუბორდისტებმა.
რვა დღის განმავლობაში ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა სირთულის კულუარებსა და ფერდებზე ისრიალეს, პარაპლანითაც იფრინეს, მათ შორის შევარდნაძის მწვერვალიდან (3360 მ).
ღონისძიების ორგანიზატორები მომავალ წელსაც გეგმავენ Backcountry ბანაკის მოწყობას.
ფოტოგალერეა