ლონდონის ჩელსი

მოურინიო ჩელსიში ბრუნდება

ჟოზე მოურინიო
metro.co.uk

ჩელსის გულშემატკივართა სასიხარულოდ, გუნდის ახალი მწვრთნელი, ისტორიაში უკვე მეორედ, ჟოზე მოურინიო იქნება. პორტუგალიელი, რომლის ხელმძღვანელობით არისტოკრატებმა 2005 და 2006 წლის პრემიერლიგის ტიტული მოიგეს, გუნდთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

"ძალიან მიხარია, თუმცა უნდა ვაკონტროლო თავი, რომ ზედმეტად არ გამოვხატო ემოციები. გადაწყვეტილება ძალიან მარტივად მივიღე. კლუბის მფლობელს შევხვდი და 5 წუთის შემდეგ, ყველაფერზე ადვილად შევთანხმდით", - განაცხადა პორტუგალიელმა ჩელსის ტელევიზიასთან საუბარში.

მოურინიომ მადრიდის რეალს 2012 წლის ლა ლიგას ტიტული მოაპოვებინა, თუმცა კლუბში გატარებული სამი წლის შემდეგ, ესპანეთი დატოვა.

"ვფიქრობ, თავის დროზე გუნდიდან წასვლა ძალიან მძიმე მომენტი იყო, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ კლუბისთვისაც. თუმცა, თუ ემოციებს გვერდით გადავდებთ, ვფიქრობ, საერთო ჯამში, ჩემი კარიერისთვის ყველაფერი სწორად წარიმართა. თავის მხრივ, ჩელსიმ ჩემი წასვლის შემდეგ მნიშვნელოვანი პერიოდი გამოიარა. ახლა ჩვენ კვლავ ერთად ვართ და მგონი მზად ვართ, რომ ახლიდან დავქორწინდეთ".

ჟოზე მოურინიო ჩელსისთან კონტრაქტს ოფიციალურად 10 ივნისს გააფორმებს.

 

 

კომენტარები