საქართველოს ეროვნული ნაკრები

დღეს საქართველოს ნაკრები დანიის გუნდს შეხვდება

0 კომენტარი
საქართველოს ნაკრები ფოტო: gff.ge

ირლანდიის ნაკრებთან განცხდილი მარცხის შემდეგ (4:0), თემურ ქეცბაიას გუნდი დღეს, დანიაში ადგილობრივ ნაკრებს ამხანაგურად დაუპირისპირდება.

ჯვაროსნებს დანიაში ვლადიმერ დვალიშვილი და ირაკლი სირბილაძე შეუერთდნენ. ავადმყოფობის გამო გუნდს მეკარე როინ კვასხვაძე გამოაკლდა, გიორგი ლორია კი, მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის წინააღმდეგ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო, დღევანდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. გამოირიცხა დანიური ორჰუსის ნახევარმცველის, დავით დევდარიანის თამაში, ლეგიონერი გუნდთან ერთად აღარ არის.

დანარჩენი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში უკვე გამართა ნორდისკ არენაზე, რომელიც 14 ათას მაყურებელს იტევს. საღამოს მონაცემებით, ჯერჯერობით მხოლოდ 5 ათასი ბილეთია გაყიდული.

შეხვედრა საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის, თბილისის დროით 22:15 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები