მოსამართლეთა კონფერენცია

თეა წულუკიანი კოტე კუბლაშვილს საჯარო დებატებში იწვევს

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეს კოტე კუბლაშვილს საჯარო დებატებში 9 ივნისს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ იწვევს. წულუკიანი მართლმსაჯულების ხელმძღვანელთა მიერ მოსამართლეთა შეცდომაში შეყვანას გმობს. 

"იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ დაუშვებელია, მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფების შეცდომაში შეყვანის მიზნით, გამოგონილი მიზეზებით, ორგანიზებულ ღონისძიებებზე მათი ქალაქგარეთ გაყვანა და იქ მოსამართლეთა დარწმუნების მცდელობა, რომ, თუკი ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ შემადგენლობას მხარს დაუჭერენ, ამით მათ საფრთხე შეექმნებათ", - ნათქვამია განცხადებაში.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 9 ივნისი უმნიშვნელოვანესი დღეა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლეები თავიანთი ღირსების შესაბამისად, დემოკრატიულ და გამჭვირვალე არჩევნებს ჩაატარებენ. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები