Tbilisi Open Air 2013

Tbilisi Open Air 2013

5 ივნისს დინამო არენაზე Tbilisi Open Air 2013 გაიმართა. მუსიკალური ფესტივალი ქართულმა ბენდმა Kid Jesus გახსნა. ფესტივალის კულმინაცია სცენაზე დიფ ფარფლის გამოჩენა იყო.
თბილისი ოფენ ეარი დაახლოებით 2 საათის დაგვიანებით დაიწყო, ამიტომ ფესტივალის პროგრამაში ცვლილებები მოხდა, რის გამოც გერმანული ელექტრონული ბენდი მოუდსელექტორი სცენაზე საერთოდ არ გამოვიდა. მის ნაცვლად Tbilisi Open Air Tricky-იმ დახურა. Massive Attack-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, მაყურებლის სცენაზე ამოსვლა მოითხოვა - წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიმღერაზე უარი განაცხადა. მსმენელის ნაწილმა დაბრკოლება გადალახა და თრიქის სცენაზე შეუერთდა, თუმცა ორგანიზატორებმა მათ მალევე დაატოვებინეს სცენა. თრიქიმ მარიხუანის დეკრიმინალიზაციის თემაზე თავისი პოზიციაც გამოხატა, როდესაც 2 ივნისის აქციის პოსტერი სცენიდან გადმოფინა.

კომენტარები