ISAF-ის მისია

რასმუსენი: მადლობას მოგახსენებთ მისიაში უდიდესი როლის შესრულებისთვის

denesen.mk

პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო საქართველოს მთავრობას სამძიმრის წერილს უგზავნის.

"ძვირფასო პრემიერმინისტრო, ძალიან დამამწუხრა დღეს მიღებულმა შეტყობინებამ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შესახებ, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალების სამხედრო ხელმძღვანელობამ დამარწმუნა, რომ ძალ-ღონეს არ იშურებს ამ ტრაგიკულ ინციდენტში გადარჩენილთა დასახსნელად და შესაბიმისი დახმარების გასაწევად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი. ვიზიარებ თქვენი ქვეყნისა და დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახების მწუხარებას", - ნათქვამია რასმუსენის წერილში.

რასმუსენი აღნიშნავს, რომ საქართველოს ავღანეთში მძიმე მისია აკისრია:

"მან დიდი საფასური გაიღო. ამ კვირაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ყველა მოკავშირემ და მათ შორის მეც, აღვნიშნეთ ავღანეთის მისიისადმი საქართველოს განსაკუთრებული ერთგულება. რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს ასეთი ინციდენტები, ჩვენ არ გადავუხვევთ დასახული მიზნიდან, ეს კი ნიშნავს ავღანელთათვის საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების კონტროლს, აგრეთვე იმას, რომ ეს ქვეყანა ვეღარ იქნება საერთაშორისო ტერორიზმის თავშესაფარი. საქართველო ასრულებს უდიდეს როლს ამ მისიაში, რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ", - აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი.

კომენტარები