ქართველი სამხედროები ავღანეთში

კავკაზცენტრი: "თალიბების" ვიდეოს ავღანური წარმომავლობა საეჭვოა

ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეების საინფორმაციო საიტი კავკაზცენტრი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის ფაქტს, ასევე ვიდეორგოლების გავრცელებას ეხმაურება, რომლებიც თალიბების სახელით ქართველი სამხედროების მიმართ მუქარას შეიცავს.   

კავკაზცენტრი აღნიშნავს, რომ "თალიბების დამზადებული" ვიდეო ექსპერტებმა შეისწავლეს. "ამასთან დაკავშირებით, ექსპერტები აღნიშნავენ, რიმ ვიდეორგოლის სტილი და მონტაჟი მიუთითებს, რომ ის დამზადებულია პროფესიული მედიაჯგუფის მიერ, საგანგებოდ შერჩეული ფსიქოლოგიური კონტექსტით. და საეჭვოა, ავღანელებს ამასთან კავშირი ჰქონდეთ. ეს არ არის ავღანური ან არაბული სტილი", - აღნიშნავს  კავკაზცენტრი.

ავტორები ვარაუდობენ, რომ ვიდეო "დამონტაჟებულია რუსეთში ან ივანიშვილის შეკვეთით" და მისი მიზანი სააკაშვილის დაშინება და საქართველოში შესაძლო ძალისმიერი პროვოკაციებისთვის, "მათ შორის ტერაქტებისთვის და სააკაშვილის მკვლელობისთვის", ხელსაყრელი ფონის მომზადებაა. 

კომენტარები