ვიდეო მუქარა

თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეო, სავარაუდოდ, საქართველოდან აიტვირთა

0 კომენტარი
კადრი ტელეკომპანია ПИК-ის სიუჟეტიდან ფოტო: Канал ПИК / YouTube

გავრცელებული ინფორმაციით, Youtube-ზე გავრცელებული ვიდეო, სადაც თალიბანის სახელით ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს ემუქრებიან, საქართველოდან აიტვირთა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას Google-თან, რომელიც Youtube-ის მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას ფლობს. თუმცა, ამ ეტაპზე, ეს ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ტაბულა შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა. პასუხს მისი მიღებისთანავე გაცნობებთ.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ვიდეოს ბმული 6 ივნისს, დილის საათებში, მიიღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის, ტაბულამ. ბმული Facebook-ზე ავღანური სახელით და გვარით რეგისტრირებული ანგარიშიდან გამოგზავნეს. ანგარიში 2 ივნისაა შექმნილი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები