პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

ჰამარბერგი: კრიმინალია ფარული ჩანაწერების გაკეთება, გამოყენება და შენახვა

aej.org

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამარბერგი მიიჩნევს, რომ უკანონო ჩანაწერების გაკეთება, გამოყენება და შენახვა კრიმინალია, ხოლო ის, თუ როგორ გადაწყდება ჩანაწერების განადგურების საკითხი, მთავრობისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

 "მე მივესალმე შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ მან გამართა ეს დისკუსია და კონსულტაციას გადის ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მთავარი პრინციპი უნდა იყოს, რომ მსგავსი ჩანაწერების გაკეთება კრიმინალია, კრიმინალია მისი გამოყენება დასაშანტაჟებლად, ასევე კრიმინალია მათი შენახვა და სხვებისთვის გადაცემა ან გავრცელება", - განაცხადა თომას ჰამარბერგმა. 


ჰამარბერგი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული იმ პირთა ინტერესები და პირადი ცხოვრების უფლება, რომლებიც ამ ფარულ ვიდეოჩანაწერებზე არიან აღბეჭდილი.

კომენტარები