პარლამენტის თამჯდომარე

უსუფაშვილი: თუ ჩვენ ავღანეთს დავტოვებთ, მაშინ ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

დავით უსუფაშვილმა იუსტიციის სახლში ჟურნალისტებთან, ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ ქართველი სამხედროები ავღანეთს დატოვებენ მაშინ ევროკავშირის მონიტორებიც დატოვებენ საქართველოს.

"ჩვენ ავღანეთში იმიტომ ვართ, რომ ამით ვიცავთ საქართველოს თავისუფლებას. ამით ყოველდღიურად ხელს ვუწყობთ იმას, რომ საქართველომ დღეს თუ არა ხვალ მოახერხოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიული მსოფლიოს გარეშე ჩვენი ეროვნული სტრატეგიული ამოცანების მიღწევა შეუძლებელია. თუ ჩვენ ავღანეთს დავტოვებთ, მაშინ ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ. მაშინ ხმის ამომღებიც არავინ იქნება, როდესაც მავთულხლართები 200 მეტრით კი არა, შესაძლოა 100 კილომეტრით გადაიწევა სადმე. ამიტომ ამ ყველაფერს ანგარიში უნდა გავუწიოთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.



 

კომენტარები