მოსამართლეთა კონფერენცია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. ხმების დათვლის პროცესი დაახლოებით 2 საათი გაგრძელდება, რის შემდეგაც გადაწყდება, საჭირო გახდება თუ არა მეორე ტურის ჩატარება და რამდენ მოსამართლეზე. 

დღეს საქართველოს მოსამართლეთა მეათე კონფერენცია ტარდება. მოსამართლებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდი წევრი უნდა აირჩიონ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევა ფარული კენჭისყრით ხდება. აქამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ღია კენჭისყრით ირჩევდნენ. საბჭოს 7 წევრი უნდა აირჩოს 240-მა მოქმედმა მოსამართლემ. პირველ ტურში გამარჯვებულთა გამოსავლენად ერთმა კანდიდატმა ხმების მინიმუმ 2/3 უნდა დააგროვოს. საჭიროების შემთხვევაში მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები