მოსამართლეთა კონფერენცია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიტატთაგან ბარიერი ვერცერთმა გადალახა

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხ ადგილზე წარდგენილ კანდიდატთაგან 2/3 ბარიერი ვერცერთმა გადალახა, რის გამოც არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. მოსამართლეთა კონფერენციაზე კენჭისყრაში მონაწილეობა 236-მა მოსამართლემ მიიღო, შესაბამისად, წარდგენილ კანდიდატებს უნდა მიეღოთ მინიმუმ 158 ხმა.

ხმის დამთვლელი კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების გათვალისწინებით, 135 ხმით პირველ ადგილზეა მოსამართლე ლევან მურუსიძე, მას 119 ხმით მოჰყვება ილონა თოდუა, 98 ხმა დააგროვა პაატა სილაგაძემ, 71-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი მაია ბაქრაძის კანდიდატურას, 70 ხმა მიიღო მოსამართლე დიანა ბერეკაშვილმა. ყველა სხვა კანდიდატისთვის მიცემული ხმა 70-ზე ნაკლებია.

მეორე ტურის ჩატარების შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამდებობას ის მოსამართლეები დაიკავებენ, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებენ, მაგრამ არანაკლებ 1/4-ისა.

კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილი 3 ადგილიდან, პირველი ტურის შედეგად მხოლოდ ერთის შევსება გახდა შესაძლებელი. წარდგენილი 4 კანდიდატიდან ზაზა მეიშვილმა დააგროვა 168 ხმა, ლაშა კალანდაძემ - 95 ხმა, მერაბ გაბინაშვილმა - 157, ხოლო შოთა გეწაძემ -112. შესაბამისად, საბჭოს წევრი გახდა ზაზა მეიშვილი, დანარჩენი 2 ადგილის დასაკავებლად კი მეორე ტური უნდა გაიმართოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები