ამხანაგური მატჩი

ბრაზილია - საფრანგეთი 3:0

0 კომენტარი
ბრაზილიის ნაკრები ფოტო: goal.com

ბრაზილიამ ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებს სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.

ოსკარმა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონები 54-ე წუთზე დააწინაურა. ლონდონის ჩელსის ფეხბურთელმა ფრედის გადაცემა დააგვირგვინა.

მეორე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ერნანიესმა 85-ე წუთზე გაიტანა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და შემდეგ კარში შეგორდა.

შეხვედრის დამატებით დროში ბრაზილიელებმა მესამე გოლის გატანაც შეძლეს. მარსელოს წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ლუკასმა ზუსტად შეასრულა.

ანგარიშის მიუხედავად, ბრაზილიელთა თამაში უკეთესის სურვილს ტოვებდა. ეს ბოლო 7 თამაშში სამხრეთ ამერიკელთათვის მხოლოდ მეორე მოგება იყო.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრამდე, უკანასკნელად ბრაზილიელებს ფრანგები 1992 წელს ჰყავდათ დამარცხებული.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კარინა ყენია

კომენტარები