ISAF-ის მისია

უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა ხვალ ჩატარდება

მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდი

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება.

სხდომა 18.00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში ჩატარდება.

"სხდომაზე ISAF-ის  საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილე ქართულ შენაერთებზე განხორციელებული თავდასხმისა და ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო კლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილება", - აღნიშნულია უშიშროების საბჭოს განცხადებაში.

კომენტარები