მერაბიშვილის საქმე

თომას ჰამარბერგმა ვანო მერაბიშვილი მოინახულა

aej.org

საქართველოს მთავრობის მრჩეველი, თომას ჰამარბერგი, სასჯელაღსრულების 9-ე დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

მისი თქმით, მერაბიშვილის საქმისთვის თვალყურის დევნება აუცილებელია.

"მინდოდა მენახა ვანო მერაბიშვილი, რადგან ის წამყვანი პილიტიკური ფიგურაა. როდესაც ასეთ პიროვნებას აპატიმრებენ და მის წინააღმდეგ ბრალდებები მზადდება, საჭიროა თვალი მივადევნოთ, რომ პროცესი პოლიტიკისაგან თავისუფალი იყოს. ასევე აუცილებელი იყო მენახა, რომ მას კარგად ეპყრობიან. მერაბიშვილს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და თავს კარგად გრძნობს. ის მხოლოდ ტელევიზორის ყურებას ითხოვს და მის ამ მოთხოვნას შესაბამის უწყებებს გადავცემთ", - განაცხადა ჰამარბერგმა. 

კომენტარები